"ეს აბრეშუმის ფაჩუჩი ძალიან დიდი სიწმინდეა. ვინც დახმარებას სთხოვს, დასახმარებლად მასთან მიდის, ამიტომ ის ცვდება და წმინდანის უხრწნელ სხეულს, სამ-ოთხჯერ უცვლიან" - დღეს სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა

spiridon

აგერ უკვე 18 საუკუნეა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი სასწაულებს გვივლენს... შესთხოვ და გისრულებს. განსაკუთრებით კი, მის სახელზე, მატერიალურად შეჭირვების დროს ლოცულობენ.

25 დეკემბერი დიდი მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა.

აი, ლოცვაც:

ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

***

მის სასწაულმოქმედ ფაჩუჩზე გაგონილი გექნებათ. წმინდა მამის ფაჩუჩი ძალიან დიდი სიწმინდეა, არ არის ჩვეულებრივი. მისი სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ცვდება; ეს იმიტომ, რომ ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. თან ეხმარება და ეწევა ზუსტად ისე, როგორც ეს მლოცველს ესაჭიროება, არც მეტად, არც ნაკლებად.

ფაჩუჩი ხილული სასწაულია, იმისა როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან და როგორ გვიდგანან გვერდზე და რა ძალა აქვს ლოცვებს.

18 საუკუნეა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას.  წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ოქრომკედით ნაქარგ აბრეშუმის ფაჩუჩებს აცმევენ, რომელსაც წელიწადში 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე.  წმინდანის ფაჩუჩებს მორწმუნე მრევლში ანაწილებენ.

***

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა.

მღვდელმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.

მღვდელმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.

წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისათანა“. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალენ“. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.

 ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.

სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.

"ერთხელ, დილის წირვის შემდეგ ბერები ჩვეულებისამებრ ცდილობდნენ წმინდანის სასახლის გახსნას, მაგრამ ვერაფრით  გახსნეს, ამ დროს ტაძარში შემოვარდა შეშინებული მამაკაცი, რომელიც მეზღვაური გახლდათ.  ახალი  დაბრუნებული იყო გემიდან და სახლში მიუსვლელად მოვიდა წმინდა სპირიდონთან და  მამაკაცის ტაძარში შემოსვლა და სასახლის გახსნა ერთი იყო. მეზღვაურის თქმით,  გემი ზღვაში იძირებოდა და დახმარება წმინდა სპირიდონს შესთხოვეს. მართლაც, წმინდანი გემზე ხილულად გამოცხადებიათ და სასწაულებრივად  უხსნია  ხალხი საზარელი სიკვდილისაგან. მეზღვაური მოსულიყო წმინდა სპირიდონის საფლავთან მადლიერებისთვის. მართლაც, როცა სასახლე გაიხსნა წმინდა სპირიდონის ფეხებში ზღვის მცენარეები იყო ."

***

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფეხები შემოსილია ოქროსფერი ნაქარგობით და გამშვენებული ფაჩუჩებით. როცა წმინდანის ფაჩუჩი ცვდება (რადგან, წმინდადი ბევრს დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად) მას პატარა ნაკუწებად ანაწილებენ და ეკლესიაში მისულ მომლოცველებს ურიგებენ.
ხალხური შეხედულების თანახმად, როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნეები მიწაზე წვებიან და ზედ გადაატარებენ იმ რწენით, რომ განიკურნმებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემების მოგვარებაში.

***

ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვებოდა, რომ წმინდანის სხეულთან ყოველ დილას მიდიან. ჯერ წმინდანისგან მიიღებენ დალოცვას და შემდეგ მიდიან სკოლაში, სამსახურში თუ ნებისმიერ საქმეზე და ის დღე მათთვის მართლაც დალოცვილი და ნაყოფიერია.
წმინდა სპირიდონი გულმხურვალედ მლოცველს განსაკუთრებით ეწევა და ეხმარება...

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"მივხვდი, მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა ნუგეში მომცეს. ხალხს სიხარულის ცრემლი მოსდიოდა..." - რა მოხდა სვეტიცხოველში

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

„შეხედავ და თითქოს ჩვეულებრივი ტყავის ქამარია, მაგრამ... “ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს