ვინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ "შერეკილებთან"

margaita

"- ქალი შემიყვარდა!

- ნამეტნავად?

- ვაი, ვაი, რომ ნამეტნავად..."

ერთაოზს მარგალიტა, ნამეტნავად, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცებამ შეაყვარა;

მარგალიტას ლამაზ დეკოლტეზე დამშვენებული მედალიონი არა მხოლოდ ერთაოზს და ხუტას, თხუთმეტიოდე წლის ტელეგრაფისტ გაბოსაც მაცდურად ხვდება თვალში; და ეს მედალიონი, საერთოდ, ამ კეკლუცი ქალის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს; ჩვეულებრივი გულსაკიდი რომ გგონია და "საჭიროების" შემთხვევაში, საფიცარ ხატად რომ გადააქცევს;

მომხიბვლელი "სამიზნე" სცენარისტმა, გენიალურმა რეზო გაბრიაძემ და შედევრის რეჟისორმა, ელდარ შენგელაიამ ერთად მოიფიქრეს, თუ კონკრეტულად რომელს ეკუთვნის, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცების მაგია, სამწუხაროდ, უცნობია...

მაინც ვინ იყო წმინდა პორფირე?

მართლმადიდებლური სამყარო რამდენიმე წმინდა პორფირეს გვაცნობს;

წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის ხსენების დღე 15 სექტემბერს აღინიშნება;

პორფირე მსახიობი იყო და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში ასრულებდა როლს, რომლის მიხედვითაც ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო; მაგრამ როცა პიესის მსვლელობის დროს ნეტარი წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: „ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა, აშკარად აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა ქალაქ ეფესოში 361 წელს.

ღირსი პორფირე კავსოკალიველი საბერძნეთში, ევიას პროვინციაში, ალივერის სიახლოვეს, 1906 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მისი მშობლები უბრალო გლეხები იყვნენ, ღარიბები, მაგრამ ღვთისმოშიშები. თავიანთ ვაჟს სიყრმიდანვე ჩაუნერგეს ღვთის შიში. მამა პორფირე შემდგომში ჰყვებოდა:

"ღარიბი მშობლები მყავდა, ამიტომაც მამაჩემმა სოფელი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მუშად მუშაობდა პანამის არხის მშენებლობაზე. ჩვენ, გლეხის შვილები, ნორჩობიდანვე ვშრომობდით: ვრწყავდით ბაღს, ბოსტანს, პირუტყვს ვუვლიდით, ყველგან დავრბოდით, სადაც უფროსები გვგზავნიდნენ. სიყრმიდან მთებში პირუტყვს ვმწყემსავდი. გულუბრყვილო და მორცხვი ვიყავი. სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე და თითქმის ვერაფერი ვისწავლე, რადგან მასწავლებელი ავადმყოფობდა. ფარის მწყემსვისას მარცვალ-მარცვალ წავიკითხე წმინდა იოანე კალივიტის (მმარხველის) ცხოვრება და მხურვალე სურვილი გამიჩნდა მონაზვნობისა, თუმცა არც მონაზონი მენახა, არც მონასტერი და არც არაფერი ვიცოდი."

გადაწყვიტა თავი ღვთისთვის მიეძღვნა და ათონის მთაზე გამგზავრებულიყო, მაგრამ მას ამ სურვილის ასრულებაში სხვადასხვა გარემოებები ეწინააღმდეგებოდა. მთაწმინდაზე მისვლა მხოლოდ 14-15 წლისამ შეძლო.

"არ ვიცოდი, სიზარმაცე რა იყო. დიახ, მე მართლაც არ მებრალებოდა საკუთარი სხეული. როცა მუხლები ამტკივდებოდა, მათზე შურისძიება მინდოდა ხოლმე. უფრო მძიმე ტვირთს ვიღებდი და კვლავ ვამბობდი: "ესეც წაიღე, ბებერო ვირო!"... განაგრძეთ კითხვა