გურამ მაჭარაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დაპირისპირება არსებობს შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას და დღევანდელ ევრო ბიუროკრატიას შორის ევროპაში

მაჭარაშვილი

შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დაპირისპირება არსებობს შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას და დღევანდელ ევრო ბიუროკრატიას შორის ევროპაში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმად, აშშ არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებს.

მისივე თქმით, მარკო რუბიომ ასევე განაცხადა, რომ არ უნდა ჩარეულიყვნენ და არ უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია თავისი ეროვნული ინტერესი წინა ხაზზე წამოწიოს.

„საპირისპიროს ამბობს და აკეთებს ევრო ბიუროკრატია, როდესაც ამბობს, რომ კანონმდებლობის დარღვევით და გვერდის ავლით ცდილობენ, რომ შავი ფული ჩარიცხონ საქართველოს ენჯეო სექტორში. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.