პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კირილ ზაიაკინი სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი ექიმი მანუალისტია. ის გახლდათ პრეზიდენტების, კანონიერი ქურდების და სხვადასხვა მაღალჩინოსნების პირადი მასაჟისტი, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
კირილ ზაიაკინი ბოლოს მაიამიში მუშაობდა მიწვევით, საიდანაც თებერვალში დაბრუნდა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, უკან ჯერჯერობით არ ბრუნდება.
– 1989 წელს დავამთავრე ფიზკულტურის ინსტიტუტი, სპორტული სარეაბილიტაციო მედიცინის განხრით. მუშაობა დავიწყე იპოდრომთან მდებარე იაშვილის კომპლექსში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ სარეაბილიტაციოდ. იქ დადიოდა ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვიც.
ექიმები ისრაელიდანაც ჩამოჰყავდათ. ამის შემდეგ ლეხ ვალენსას მიწვევით გავემგზავრე პოლონეთში და იქ ვმუშაობდი. პრეზიდენტის და მისი ოჯახის პირადი ექიმი ვიყავი.
შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ედუარდ შევარდნაძის ოჯახში დავიწყე მუშაობა. სოფიკო შევარდნაძის ექიმი ვიყავი.
– ცნობილია, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებსაც მკურნალობდით, გაიხსენეთ თქვენი პაციენტები ვინ იყვნენ?
– ჩეჩენი გენერლებიც იყვნენ ჩემი პაციენტები და რუსული ესტრადის ვარსკვლავებთანაც მიწევდა მუშაობდა. ე.წ. კანონიერ ქურდთან პირველად სრულიად შემთხვევით მოვხვდი, მომაკითხეს იარაღიანმა ბიჭებმა და წყნეთში წამიყვანეს. ერთ-ერთ მაშინდელ გავლენიან „კანონიერ ქურდს“ შევხვდი საკუთარ სახლში.
ხელი ჰქონდა დაზიანებული და მითხრა, აი, თითი მტკივა. ერთ კვირაში თუ მომარჩენ, გაძლევ მილიონს, ორ კვირაში – ისევ მილიონს, თუ სამ კვირაში – ნახევარ მილიონს მოგცემ. ოღონდ, ერთი პირობით, უნდა იცხოვრო ამ სახლში და ეს არავინ უნდა იცოდესო.
არ ვიცი, ვეცდები მოგარჩინო-მეთქი. ერთი კვირის მერე გაიშალა დიდი მაგიდა, ჩამოვიდნენ მისი შვილები. მერე ინფარქტი დაემართა, გადაფრინდა იერუსალიმში და მე დავრჩი მილიონის გარეშე.
– რუსული ესტრადის ვარსკვლავებიდან ვინ იყვნენ თქვენი კლიენტები?
– თბილისში იყო ჩამოსული ლაიმა ვაიკულე, დამირეკეს და სასტუმრო „თბილისში“ დამინიშნეს შეხვედრა, გაიღო კარი და შემოვიდა ლაიმა ვაიკულე. ჩემი კლიენტი იყო შუფუტინსკის მეგობარი, ცნობილი კომპოზიტორი ანატოლი ნიპროვი, რომელიც მერე მოკლეს.
ალა პუგაჩოვა რესტორანში გავიცანი, მე და პუგაჩოვამ ერთად დავლიეთ, მასაჟი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ღამით წაიყვანეს და ვერ მოხერხდა. ვმუშაობდი თბილისში, ისრაელის სარეაბილიტაციო ცენტრში. ცეკას ხალხი, მინისტრები ჩემთან მოდიოდნენ.
დღესაც სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს მუშაობა, მიწვევით მივდივარ გარკვეული პერიოდით, ხან ევროპაში, ხან ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში. უბრალოდ პანდემიის გამო, უკვე რამდენიმე თვეა თბილისში ვმუშაობ.