VIDEO: როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ 16 წელია, არაფერი უჭამია და არც არაფერი დაულევია

ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ 16 წელია, არაფერი უჭამია

ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ 16 წელია, არაფერი უჭამია და არც დაულევია. მას არც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და არც უენერგიობას უჩივის.

მულუვორკ ამბავი 26 წლისაა და ეთიოპიაში ცხოვრობს.  ის კონსულტაციას სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნის ექიმებთან გადიოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ გოგონას სხეულში საკვები და წყალი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა... გამოკვლევებით დადგინდა, ასევე, რომ ის ფსიქიკურადაც ჯანმრთელია.

როგორც თავად ჰყვება, საკვებზე უარის თქმის გადაწყვეტილება 10 წლის ასაკში მიიღო, როცა სკოლაში მიმავალს საუზმობა არ სურდა. თანდათან კი წყურვილის და შიმშილის გრძნობა გაუქრა.

მულუვორკი აღნიშნავს - ის, რომ მას წყლისა და საკვების გარეშე ცხოვრება შეუძლია, ღმერთის საჩუქარია. ადგილობრივ ეკლესიაში დადის და ირწმუნება, რომ ღმერთმა მოინდომა ასე და ამიტომ არის ის ასეთი.