ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 4 თვისაა - ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

საბერიო ხანძარი

ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.

აფხაზური ტელეგრამ არხების წინასწარი ინფორმაციით,, ბე­ბია გა­ზ­ქუ­რის დან­თე­ბას ნავ­თის და ბენ­ზი­ნის ნა­რე­ვით ცდი­ლობ­და, რის გა­მოც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ყველაზე პატარა დაღუპული 4 თვისაა.

შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.