1692302192
გაფრთხილება მძღოლებს - ამ მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2 ზვავდამცავი გვირაბის გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბის შემოვლით გზაზე მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
1751090239