დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ "ბოევიკების" მოთხოვნას, - "დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!".
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ სოხუმის მერიც აიყვანეს. სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბისკირია რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე!“- პასუხობს: ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”
მის მიერ განვლილი ცხოვრების გამო ოჯახს დიდხანს არ სჯეროდა, რომ აფხაზებმა გურამ გაბისკირია სასიკვდილოდ გაწირეს. 2005 წელს თბილისში ამერიკელ ფოტოხელოვან მალქომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე, ერთ-ერთ სურათზე ის სხვა დაღუპულთა შორის ამოიცნეს.
ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის „დინამოს” ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის - „ცხუმის” პრეზიდენტი, რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი.
მთავარი, რითაც გურამ გაბისკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში - აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის ერთსულოვანი მხარდაჭერა.
2017 წლის ოქტომბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა. მათ შორის იყო გურამ გაბესკირიას ნეშტიც. 17 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.ისი ოჯახის წევრებს გადასცა.