ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
ფოტოგრაფი და ალპინისტი გურამ თიკანაძე 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 30 წლის იყო, მან ბევრის გაკეთება მოასწრო და არაერთი უნიკალური ფოტო დაუტოვა შთამომავლობას. ფოტოგრაფიით სკოლის პერიოდში დაინტერესდა, უნივერსიტეტში სწავლის დროს კი ალპინიზმმა გაიტაცა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში 40-მდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“. ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი კი პამირზე ღარმოს პიკი იყო.
„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისათვის ზოგიერთი განცდა მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული… მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან,“ – ამბობდა მთამსვლელი.
გურამ თიკანაძე სხვადასხვა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში მონაწილეობდა. მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. პირველი წარმატება ნამუშევარმა „წყლის სიმღერა“ მოუტანა. გურამ თიკანაძე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს, რაც პირველი საერთაშორისო ჯილდოა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. მისი ცნობილი ფოტოებია „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მ. მესხი“, „თეთნულდი – სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „თენსინგ ნორგეი“, „შხარა“, „თეთნულდის კალთებზე“…
ია თიკანაძე, გურამის შვილი მამას ასე იხსენებს: „რაც თავი მახსოვს, ყველგან და ყველასთვის გურამ თიკანაძის ქალიშვილი ვარ. ბავშვობიდან მიუთითებდნენ, გურამის შვილიაო და მკოცნიდნენ, მეხვეოდნენ. ვგრძნობდი, მამასადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას... რომ გავიზარდე, მამის "ნაკვალევის" ძებნაში, უპირველესად, მის გასაოცარ ბუნებას გადავაწყდი: მას ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობის უნივერსალური უნარი ჰქონდა".
თურმე, გურამი 5 წლის ბავშვთანაც მეგობრობდა და 80 წლის მოხუცთანაც. რომ დაღუპულა და უშგულში ჩამოუსვენებიათ, ერთი ძალიან პატარა ბიჭი მჯდარა იქვე და გულამოსკვნით ტიროდა. რა გატირებსო? - უკითხავთ და, - ჩემი ძმაკაცი დაიღუპაო, - უპასუხია...“,-იხსენებს ია თიკანაძე.
1963 წლის აგვისტო გურამისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად გურამ თიკანაძე ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე. გურამ თიკანაძე 27 აგვისტოს მთიდან დაშვებისას დაიღუპა. როგორც ამბობენ, მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და დაიწყო დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. თურმე, როდესაც თოკი გაუწყდა, დაიყვირა: – მივფრინავ, ბიჭებოო!
მის პატივსაცემად გურამ თიკანაძის სახელი ეწოდა ერთ-ერთ მწვერვალს. ფოტოხელოვანის დაღუპვას კი პოეტმა მურმან ლებანიძემ ლექსი მიუძღვნა:
– ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში! ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში! ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –ყინულის ლოგინში!...
ვოი, კალა-უშგული შეკრებილა –ყანას და სათიბს მომცდარა. მთელი სვანეთი შეკრებილა, მთლად საქართველო შეკრებილა, შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა –კოხტა თიკანაძე მომკვდარა… ბექნუ ხერგიანსდა ბექნუს ლომებს გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში, ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა: საკუთარ ხელით პალო დაუგია, საკუთარ პალოზე მომწყდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია –თოკი ერთადერთი ჩაუბია –თავი სიმამაცით წაუგია, ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!.. სრულად
ასევე ნახეთ:
ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც ყოველთვიურად 300 ლარი ჩაერიცხება
მეგაპროექტის პირველი გამარჯვებული და მოგებული 3000 ლარი - რა მოხდა „გვაჩვენე შენი ხმის“ გადაცემაში