ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
1752486308
ერთ-ერთი მოგზაური ბლოგერი, რომელიც საინტერესო ადგილების აღმოჩენითაა გატაცებული, ცოტა ხნის წინ , ვივიან მეი ელისონისა და ლოვა კლაინის მისტიურ სასაფლაოს ეწვია. გოგონების საფლავებთან თოჯინის სახლებია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გოგონების სულისშემძვრელი ისტორია
ვივიან მეი 1894 წლის 5 მაისს დაიბადა და 1899 წელს, 5 წლის ასაკში, ცერებრო-სპინალური ცხელებით გარდაიცვალა.
ვივიანი ჰორასისა და ქერი ელისონის ქალიშვილი იყო. ჰორასი ქალიშვილის გასაბედნიერებლად თოჯინის სახლს აშენებდა, რომლის ჩუქებასაც ახალ წელს აპირებდა. თუმცა, დაავადებამ გოგონას სიცოცხლე მალევე შეიწირა. მშობლებმა გადაწყვიტეს თოჯინის სახლი შვილის სასაფლაოდ ექციათ. ის ვივიანის საყვარელი ნივთებით გაავსეს.
ვივიანისგან ოდნავ მოშორებით, კიდევ ერთი - სასაფლაოდ გადაკეთებული თოჯინის სახლია. ეს „სახლი“ ლოვა კლაინს ეკუთვნის.
გოგონა 1908 წელს გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე ნევროლოგიურმა დაავადებამ იმსხვერპლა.
ლოვას საყვარელი გასართობის სწორედ თოჯინის სახლი იყო, რომელიც მამამ აუშენა. გოგონას სიკვდილის შემდეგ, მშობლებმა თოჯინის სახლი გოგონას საფლავზე გადაიტანეს.
ნახეთ როგორ გამოიყურება მათი საფლავები:
View this post on Instagram