პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია",- დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ის ფრაზაა, რომელსაც გამუდმებით ვიმეორებთ, თუმცა პირობას რატომღაც არასდროს ვასრულებთ.
ბრიტანელი ექსპერტები აქტიურად საუბრობენ იმ უარყოფით შედეგებზე, რომლებიც საუზმის არ მირთმევას მოაქვს.
წონის მატება
საუზმის გამოტოვება წონის მატებას უწყობს ხელს. გამუდმებით გვესმის, რომ რაც უფრო იშვიათად მივიღებთ საუზმეს, ეს ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში დაგვეხმარება. თუმცა, რეალობა სულ სხვაა.
საქმე ისაა, რომ საუზმის არ მირთმევისას ადამიანის ბიოლოგიური საათი ირღვევა, გონება იძაბება ეს კი მომავალში ორგანიზმზე უარყოფითად - არასაჭირო კილოგრამების - მომატებაში აისახება.
დაღლილობის შეგრძნება
საუზმის არ მიღება ქრონიკული დაღლილობის შეგრძნების წინაპირობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ დილით ჩვენს ორგანიზმში გლიკოგენის (ნახშირწყლების) დონე, რომელიც დღის განმავლობაში საჭირო ენერგიის გამომუშავებაში გვეხმარება, საკმაოდ დაბალია. საუზმე კი მის დონეს ზრდის. ამიტომ, თუ თქვენ დილით საკვებს არ მიიღეთ, არ გაგიკვირდეთ თუ რამდენიმე საათში დაღლილობას იგრძნობთ და კონცენტრაცია გაგიჭირდებათ. ამას ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
ნაოჭები
ნაოჭებთან საბრძოლველად ყოველწლიურად ადამიანები უამრავ თანხებს ხარჯავენ. ყიდულობენ სხვადასხვა საცხს, იტარებენ პროცედურებს. არადა, ასაკთან ბრძოლის ყველაზე მარტივი საშუალება სწორედ საუზმის რეგულარულად მირთმევაა. ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ დილის კვება ჰორმონების გამომუშავებასა და ინსულინის დონის შემცირებას უწყობს ხელს. ეს კი კანის სტრუქტურას აუმჯობესებს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
იმ ადამიანებს, რომლებიც საუზმეს არ მიირთმევენ, უფრო ხშირად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც. რადგან ისინი ორგანიზმს საკმარისი საკვები ნივთიერებებით არ ამარაგებენ და ბიოლოგიურ საათს არღვევენ.
მეხსიერება
საუზმის გამოტოვება დიდ ზეგავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე და დროთა განმავლობაში მეხსიერებას ანელებს.
ამიტომ, თუ გინდათ, ნაოჭები მალე არ გაგიჩნდეთ, მეხსიერება გაგიუმჯობესდეთ, იყოთ ენერგიულები და დაცული იყოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, დილა აუცილებლად საუზმით უნდა დაიწყოთ.