„სექსუალური ძალადობა საკლასო ოთახში..." - კალიფორნიელ მასწავლებელს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჟაკლინი

კალიფორნიელ მასწავლებელს, ჟაკლინ მას,  რომელიც მოსწავლეებზე სექსუალურად ძალადობდა, თავისუფლების 30 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემა „ფიფოლის" ინფორმაციით, 2022 წელს ჟაკლინი, რომელიც  სან-დიეგოს, ლინკოლნ აკრესის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, „წლის მასწავლებლად" აღიარეს. 

ჟაკლინი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთი მოსწავლის დედამ განაცხადა, რომ ჟაკლინი მის შვილს შეუფერებელ შეტყობინებებს უგზავნიდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჟაკლინი ჯერ  მოსწავლეების გულის მოგებას ცდილობდა, რათა შემდეგ მათთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. 

ერთ-ერთი მოსწავლე 12 წლის იყო.  მშობლები ბავშვს სოციალური მედიისა და სმარტფონის გამოყენებას უკრძალავდნენ, ამიტომ ჟაკლინმა ახალ ხერხს მიმართა. ის მოსწავლეს გაკვეთილების შემდეგ ტოვებდა. სექსუალური ძალადობა ბავშვზე საკლასო ოთახში 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ისე რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. 

ჟაკლინის კიდევ ერთი მსხვერპლი 11 წლის ბიჭი იყო. ჟაკლინი მას საჩუქრებით ანებივრებდა, რათა არასრულწლოვნისა და მისი მშობლების ნდომა დაემსახურებინა. 

პროკურორების განცხადებით, ჟაკლინი მოსწავლეებს უხამს ფოტოებს უგზავნიდა და მათგანაც იმავეს გაკეთებას მოითხოვდა.