„..სახლში 6 მოკლული ქალის ძვლებსა და თავის ქალებს ინახავდა" - სერიული მკვლელის საქმეს პოლიცია ამ დრომდე იძიებს

მექსიკის პოლიცია

მექსიკის პოლიცია მამაკაცის, სახელად მიგელის საქმეს იძიებს.  შერიფის ოფისის განცხადებით, იმ ბინებში, რომელსაც მამაკაცი ბოლო დროს ქირაობდა, დაკარგული ქალების ძვლები, სისხლი, ხერხი, მობილური ტელეფონები და პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. 

საქმის მთავარი პროკურორის თქმით, სერიული მკვლელი სახლში 6 მოკლული ქალის ძვლებს ინახავდა. ასევე, როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, მიგელის საცხოვრებელში თავის ქალებიც აღმოაჩინეს. 

პოლიციამ მიგელი მას შემდეგ დააკავა, რაც 16 აპრილს ის მეზობლის სახლში შეიჭრა და 17 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი დაახრჩო. 

როდესაც გოგონას დედა სახლში დაბრუნდა, მიგელი საცხოვრებელს სწორედ იმ დროს ტოვებდა. იმისთვის, რომ ქალს ის არ დაენახა, უკნიდან მიეპარა და კისერში ჭრილობა მიაყენა. საბედნიეროდ, ქალი გადარჩა. 

საქმის მთავარი პროკურორის თქმით, მიგელის ბინაში რვეულებიც აღმოაჩინეს, რომლებშიც, სავარაუდოდ, სერიული მკვლელი ჩანაწერებს აკეთებდა. 

გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.