"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ყოფილ მეხანძრე-მაშველს, ირაკლი დავითიძეს იცნობს. მისი ემოციური ამბები, ადამიანების, შინაური თუ გარეული ცხოველების გადარჩენის ეპიზოდები თქვენთვის არაერთხელ გაგვიზიარებია. თუმცა, 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, ერთ დღესაც, ასობით ათას ადამიანთან ერთად, ისიც ემიგრაციის მძიმე გზას გაუდგა და თავი ამერიკაში ამოყო, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს…
როგორია ქართველი, ყოფილი მეხანძრე-მაშველის ამერიკული ცხოვრება და რა გადახდა საზღვრებს გარეთ - გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.
- საემიგრაციო ციხეში თითქმის შვიდთვიანი ყოფნის შემდეგ, ამერიკაში ახალი ცხოვრება დავიწყე. აეროპორტში ჩემი შორეული ნათესავი დამხვდა, რომელიც ადრე, ასევე მეხანძრე-მაშველი იყო. ეტყობა, მთელი ტანჯვა სახეზე აღმბეჭდოდა და რომ დამინახა, მითხრა, - შეეცადე ის მძიმე დღეები იმ დაწესებულებაში დატოვო, ახლა უკვე ახალ ცხოვრებას იწყებო. ვაშინგტონში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ რაღაცები შეიცვალა და ნიუ-იორკში მომიწია წამოსვლამ. პირველი დღეების გადატანაში ნათესავი ბიჭი დამეხმარა. აქ ახალჩამოსული ადამიანის დახმარებას ყოველთვის ცდილობენ, მაგრამ ისეთი მძიმე ცხოვრებისა და შრომის გრაფიკია, დრო ფაქტობრივად, არა აქვთ. ამიტომ, თავად უნდა შეეცადო ფონს გახვიდე. ქართველი ემიგრანტების თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. როდესაც რაღაც დიდ, მსხვილ საქმეს იღებდნენ, რომელსაც სამი ან ოთხი ადამიანი სჭირდებოდა, მეც მეძახდნენ, შემოსავალი რომ მქონოდა. აქ არ შეიძლება ერთი წუთიც კი უქმად გააცდინო. ოღონდ რამე საქმე იყოს და მიდიან, დამატებით მუშაობენ. მახსოვს, ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ჩემმა პირველმა სამუშაომ, რომელშიც 350 დოლარი გადამიხადეს, როგორ მომქანცა. იმდენხნიანი უქმად ჯდომის შემდეგ თითქოს "მოვწყდი".
- თავშესაფარში ყოფნამ თავისი ქნა, არა?
- დიახ, იქ მყოფებიდან ზოგი ვარჯიშობდა, მაგრამ შინაგანად მე იმდენად დათრგუნვილი ვიყავი, რომ არაფრის თავი არ მქონდა. ვიწყებდი, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებდი... ერთი სიტყვით, ამდენხნიანი მოდუნების შემდეგ, თავდაუზოგავად მუშაობამ თავისი ქნა. გარდა ამისა, საქართველოსთან მუშაობას ვერც კი შევადარებ, აქ ბიჭები დღე-ღამეში საშუალოდ 18 საათს მუშაობენ. ოღონდ, ამ დროში შედის სამსახურში წასვლა-წამოსვლა, საცობები და ა.შ. ამჟამად ტექნიკის სახლში ვმუშაობ და ჩემი სამსახური ჩვენს რეალობაში რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით თბილისიდან გორში რომ ჩახვიდე, იმ მანძილზეა, ოღონდ ტექნიკის შეკვეთების დასარიგებლად ზესტაფონი-ქუთაისში რომ გვიწევდეს ჩასვლა, საღამოს კი ისევ თბილისში ვბრუნდებით. არის შემთხვევები, როდესაც ისე იღლებიან, შინ დაბრუნება, დაუსრულებელ საცობებში დგომა აღარ უღირთ და მანქანაში იძინებენ. მქონია შემთხვევა, როდესაც მხოლოდ 5 საათი მძინებია და მეორე დღეს ისევ სამსახურში წავსულვარ. თუმცა, აქ ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით უსაბუთოებისთვის სამსახური ასარჩევად არ არის. ყველა, ემიგრანტი თუ ადგილობრივი ძალიან ადრე იწყებს ცხოვრებას და ბევრს მუშაობს. ძირითადი სამსახურის შემდეგ, ერთი-ორი საათი კიდევ ცდილობენ სადმე წაიმუშაონ. თითქმის ყველას აქვს ფინანსური ვალდებულება და გარდა ამისა, ცდილობენ, სანამ შეუძლიათ, თანხა გამოიმუშაონ და დააგროვონ.
– ვიცი, რომ ამერიკელი მეხანძრე-მაშველი გაიცანი, ვისაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს “ტყუპის” სახელით ცნობილ სავაჭრო ცენტრში მოუწია მუშაობამ.
– დიახ, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე იყო… ერთ-ერთ მისამართზე შეკვეთა მივიტანეთ. კარი ასაკოვანმა კაცმა გაგვიღო. როგორც კი სახლში შევედი, კედლებზე, მაგიდაზე, ტექნიკაზე, ყველგან A New York City Fireman Remembers 9/11-ს ფლაერები და ფოტოები ჰქონდა გაკრული. ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი, – მეც მეხანძრე-მაშველი ვარ-მეთქი. თვალები გაუბრწყინდა, – საიდან ხარო? საქართველოდან-მეთქი… წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ: