„საუბრისას, ხელები უკანკალებდა… უეცრად გაჩერდა, ერთი წუთით დამელოდეთო, ოთახში გავიდა და...“ - ქართველი და ამერიკელი მეხანძრე-მაშველის ემოციური შეხვედრის ამბავი

ირაკლი დავითიძე

ყოფილ მეხანძრე-მაშველს, ირაკლი დავითიძეს იცნობს. მისი ემოციური ამბები, ადამიანების, შინაური თუ გარეული ცხოველების გადარჩენის ეპიზოდები თქვენთვის არაერთხელ გაგვიზიარებია. თუმცა, 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, ერთ დღესაც, ასობით ათას ადამიანთან ერთად, ისიც ემიგრაციის მძიმე გზას გაუდგა და თავი ამერიკაში ამოყო, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს… 

როგორია ქართველი, ყოფილი მეხანძრე-მაშველის ამერიკული ცხოვრება და რა გადახდა საზღვრებს გარეთ - გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.

– ვიცი, რომ ამერიკელი მეხანძრე-მაშველი გაიცანი, ვისაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს “ტყუპის” სახელით ცნობილ სავაჭრო ცენტრში მოუწია მუშაობამ.

– დიახ, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე იყო… ერთ-ერთ მისამართზე შეკვეთა მივიტანეთ. კარი ასაკოვანმა კაცმა გაგვიღო. როგორც კი სახლში შევედი, კედლებზე, მაგიდაზე, ტექნიკაზე, ყველგან A New York City Fireman Remembers 9/11-ს ფლაერები და ფოტოები ჰქონდა გაკრული. ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი, – მეც მეხანძრე-მაშველი ვარ-მეთქი. თვალები გაუბრწყინდა, – საიდან ხარო? საქართველოდან-მეთქი…

ყველა სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ არც იყო საჭირო, თან ისე მიყვებოდა, როგორ შევაწყვეტინებდი? აშკარად ხვდებოდა, გრძნობდა, რომ მისი საუბრის დეტალები არ მესმოდა, მაგრამ თავისი პროფესიის ადამიანთან საუბარს მონატრებული ვერ ჩერდებოდა. დროდადრო თვალები ცრემლებით ევსებოდა, ხელები უკანკალებდა, ცეცხლმოკიდებულ შენობას, უდანაშაულო ბავშვებს და ადამიანებს იხსენებდა, რომლებიც ტერაქტმა შეიწირა.

კარგა ხნის გულიანი საუბრის შემდეგ, უეცრად გაჩერდა და რა ზომის ტანსაცმელს ატარებო? – მკითხა. იმათ სხვანაირი საზომი აქვთ და ვუთხარი. ერთი წუთით დამელოდეთო, – ოთახში გავიდა, რამდენიმე მედალიონი და მეხანძრე-მაშველის ორი მაისური გამომიტანა, რომელსაც აწერია “არასდროს დაივიწყოთ 9.11”. სიტყვები დეტალურად ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი გაგებით ასე მითხრა, – მთელი ცხოვრება თვალისჩინივით შეინახეო... წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

„სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა, ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა” – სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

„ვიცოდი, მამა ტყვედ არ ჩაჰბარდებოდა, რადგან ერთი ტყვია ყოველთვის კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული... - რას ჰყვება აფხაზეთის ომის დროს დაკარგული გმირის შვილი

“მარტო ამ მშვენიერების შესაქმნელად ღირდა დავბადებულიყავი” - დათო ევგენიძე შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის