იდუმალებით მოცული ამბავი ცაში გაუჩინარებულ ქალზე, რომელსაც 80 წლის განმავლობაში ეძებდნენ

ამელია ერჰარდი


ამელია ერჰარდი ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალი, მწერალი, რომლის წიგნები ციტატებად იყო დალაგებული, მფრინავ ქალთა ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი - ერთ დღეს ის უბრალოდ, გაუჩინარდა. თითქოს ცაში ჩაიძირა. 

ერჰარტი იყო საჰაერო შოუების ვარსკვლავი, რომელიც მოიცავდა იმიტირებულ ბრძოლასა და ბევრ, ძალიან სარისკო საჰაერო ტრიუკს.

1920-იან წლებში თვითმფრინავების მწარმოებლები მუდმივად აწყობდნენ სხვადასხვა სახის რეკორდულ და საჩვენებელ ფრენებს, ქირაობდნენ პილოტებს, რომლებსაც უკვე განთქმული ჰქონდათ სახელი.

1027 წელს გადაწყდა პირველი ტრანსატლანტიკური ფრენის ორგანიზება, ბორტზე ქალი პილოტით. ისინი ყურადღებას აქცევდნენ გარეგნობას, საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარს, რეპუტაციას. ამელია იდეალური იყო.
მასზე არჩევანი ჯორჯ პუტნამმა გააკეთა. თავად ამელიას მაშინ მისი მანერები ცივი მოეჩვენა. სიმართლე კი ის იყო, რომ დაქორწინებულ პატმანს სასოწარკვეთილებამდე შეუყვარდა ოცდაათი წლის მფრინავი და ძალიან უხერხულად იყო ამ სიტუაციაში. ბოლოს, ჯორჯი მალევე გაშორდა ცოლს და ამელიას ქორწინება შესთავაზა. თუმცა, თავდაპირველად უარი მიიღო.

ფაქტია, რომ ამელიასაც ძალიან მოეწონა დროთა განმავლობაში ჯორჯი, მაგრამ ეშინოდა, რომ ოჯახურ რუტინას ცისთვის არ დაეშორებინა. პატმანს დიდი ხანი დასჭირდა, დაერწმუნებინა, რომ მისთვის, როგორც მფრინავი, ძვირფასი იყო და ის არ აპირებდა მისგან დიასახლისის შექმნას. ყოველი შემთხვევისთვის, შეყვარებულებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მათ მომავალში გაუადვილებდა განქორწინებას და დაქორწინდნენ.

ამელია შეპყრობილი იყო ტრანსატლანტიკური ფრენის სრულიად დამოუკიდებლად განმეორების იდეით. ამას კარგი ტრენინგი და კარგი ფული სჭირდებოდა. ტრენინგის ფარგლებში ერჰარტმა განახორციელა ტრანსკონტინენტური ფრენა - ანუ შეერთებული შტატების ერთი ბოლოდან მეორეზე, რამაც უსიამოვნების გარეშე არ ჩაიარა. ტეხასის თავზე, ძლიერმა ქარმა პილოტს ხელიდან გამოგლიჯა რუკა და მას მოუწია ბრმად ფრენა. პირდაპირ გზაზე დაეშვა რომელიღაც პროვინციულ ქალაქში. ფრენის მეორე ნაწილში კვლავ ავარიული დაშვება მოახდინა და თვითმფრინავი ფაქტობრივად, გადაბრუნდა - საბედნიეროდ, პილოტი თასმებმა გადაარჩინა. თვითმფრინავი გაფუჭდა და მეორე ჩამოიყვანეს, პირდაპირ ქარხნიდან.

ნიუ-იორკში მაყურებელი ყვავილებითა და აპლოდისმენტებით დახვდა.

საკუთარი ფრენისთვის ფულის შესაგროვებლად ერჰარტი თავდაუზოგავად მუშაობდა. ეძინა დღე-ღამეშიში 3-4 საათი.  კითხულობდა ლექციებს და ატარებდა მასტერკლასებს, იღებდა მგზავრებს საჰაერო ექსკურსიებზე, მონაწილეობდა ტანსაცმლის რეკლამებში. ყველა ორგანიზაციული სამუშაო, ცხოვრების წვრილმანებიდან, მომხმარებლებთან მოლაპარაკებამდე, პატმანმა ჩაიბარა, რამაც შესაძლებელი გახადა, ამელიას მთელი თავისი დრო ფულის გამომუშავებაზე დახარჯა.
ბევრს ეჩვენებოდა, რომ ასეთი ქორწინება ძალიან გონივრული იყო, რომ მათი ოჯახი სხვა არაფერი იყო, თუ არა საქმიანი პარტნიორობა. ბოლოს და ბოლოს, რომელი ქმარი უყურებს მშვიდად, რომ ცოლი სიცოცხლეს რისკავს? 

2002 წელს მემკვიდრეებმა გამოაქვეყნეს მათი მიმოწერა - ეს არის ყველაზე ნაზი სასიყვარულო წერილები.

ფრენა ოკეანის თავზე თოთხმეტ საათს გაგრძელდა. ქარიშხლის გამო თვითმფრინავმა კუდი მოიქნია, მაგრამ ერჰარტმა მოახერხა მისი გადატრიალება ტალღების თავზე. გარდა ამისა, ამელია მიხვდა, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა საწვავის გაჟონვის გამო და მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ლამაზად დაშვებას გეგმავდა, სასწრაფოდ შებრუნდა ირლანდიისკენ, რათა როგორმე პირველ მინდორზე დაშვებულიყო. 

როდესაც ერჰარტი თვითმფრინავიდან გადმოვიდა, მან დაინახა მამაკაცი - მინდვრის მფლობელი. - გამარჯობა! შესძახა ამელიამ. - ამერიკიდან ვარ! გლეხმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და დაფიქრებით უპასუხა: - აჰა, აი თურმე რა ყოფილა! ცოტა განსხვავდებოდა პარიზში მომზადებული ყვავილებით შეხვედრისგან, მაგრამ ერჰარტმა მხიარულად ჩაიცინა. ის მაინც ჩავიდა პარიზში და მიიღო თავისი წილი დიდება - რამდენიმე ორდენი და მედალი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფრენის შემდეგ ამელიას ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. საჯარო გამოსვლებს ემატებოდა მოწვევები სხვადასხვა სახის ტესტებზე. ერჰარტმა გამოცადა პარაშუტის ახალი მოდელი, შეუერთდა ქალთა ეროვნულ პარტიას და ხელი შეუწყო გენდერული თანასწორობის საქმეს; მუშაობდა საავიაციო ფაკულტეტზე და მიზანმიმართულად არწმუნებდა გოგონებს, იქ ესწავლათ, მაგრამ  ამელია ზეცით იყო შეპყრობილი.

რამდენიმე მცირე რეკორდის შემდეგ, ერჰარტმა გადაწყვიტა, დაეწყო მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენისთვის - მსოფლიოს გარშემო. 1936 წელს, უნივერსიტეტმა, სადაც ამელია მუშაობდა, მას ორძრავიანი ბიპლანი გადასცა. „ეს იქნება ჩემი ბოლო რეკორდული ფრენა!“ - საზეიმოდ გამოაცხადა ერჰარტმა. საბოლოოდ, მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ძალიან მალე რეკორდები შეწყვეტენ ავიაციის განვითარებას. ამ საქმეს  დასჭირდება ინჟინრები, ბევრი ინჟინერი, ნათელი და ჭკვიანი გონებით. ამასთან, ერჰარტმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს გარშემო ფრენის შემდეგ შვილი გაეჩინა.

ერჰარტის ნავიგატორი იყო ბრწყინვალე მფრინავი, სახელად ფრედ ნუნანი. მასთან ერთად ამელიამ მოახერხა თავისი მოგზაურობის ნახევარზე მეტის ჩატარება: ატლანტის ოკეანის, შემდეგ ეკვატორული აფრიკის, არაბეთის, ინდოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის - სულ ოცდარვა ეტაპი. ზოგიერთი შუალედური ფრენა მაშინვე გახდა ოფიციალური რეკორდი. 1937 წლის 2 ივლისს ამელიამ და ფრედმა ახალი გვინეა დატოვეს  და პატარა ამერიკულ კუნძულზე გაფრინდნენ, სადაც საწვავის შევსებას აპირებდნენ. წავიდნენ, მაგრამ არ ჩასულან. 
მოგვიანებით, ბევრმა სცადა, გაერჩია ამ ფრენის შეცდომები. ძალიან დატვირთული გრაფიკი - ეჭვგარეშეა, ეკიპაჟს არ ჰქონდა დრო, სათანადოდ დასვენებისთვის. ანტენის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ რადიოკავშირს. ყოველ შემთხვევაში, ერჰარტის ბოლო რადიო შეტყობინება ადგილზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც ცხადი იყო, რომ ბენზინი იწურებოდა, მაგრამ თვითმფრინავი კუნძულამდე მისვლას აპირებდა და... ის გაუჩინარდა.

დაკარგულ ეკიპაჟს აშშ-ს საზღვაო ფლოტი ეძებდა და ეს ძენბნის ოპერაცია იყო ყველაზე ხანგრძლივი და ძვირად ღირებული, ფლოტის ისტორიაში. გემების მთელი არმადა წყნარ ოკეანეში შევიდა, მათ შორის - ავიამზიდი და საბრძოლო ხომალდი. თუმცა, ამელია და ფრედი უკვალოდ გაუჩინარდნენ.

1940 წელს, წყნარ ოკეანეში, კუნძულ ნიკუმაროროზე აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ მამაკაცი პილოტი იყო. 2013 წელს, კუნძულის მახლობლად, სონარის ბოლოში ნახეს თვითმფრინავის ნამსხვრევები. იყო ის კაცი ფრედ ნუნანი? 2016 წელს ჩონჩხი საგულდაგულოდ გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ის არ შეიძლებოდა ფრედი ყოფილიყო - მიუხედავად მისი სიმაღლისა, ჩონჩხი ქალი იყო და ევროპეიდული რასის წარმომადგენელი.  

ამელია მაღალი ქალი იყო. გარდა ამ ჩონჩხისა და პილოტის ქურთუკისა, კუნძულზე სხვა ნივთებიც აღმოაჩინეს: თვითმფრინავის კორპუსის ნატეხები, სარკე და კოსმეტიკური საცხი ნაოჭებისთვის, თუნუქის ქილაში. ასე ასაფლავებდნენ ძველ დროში გმირებს: საფლავში ათავსებდნენ ნივთებს, რასაც ისინი იყენებდნენ. სარკე, საცხი, თვითმფრინავი... ეს არის ის, რაც თურმე ამელია ერჰარტის საფლავში ეყარა.