ნახეთ ვინ იყვნენ სტალინის კავთისხეველი მეჯვარეები

stalini

მასზე ბევრი თქმულა და დაწერილა. დღესაც აქტიურად განიხილავენ მის პერსონასა და ქმედებას, თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ სტალინის მეჯვარეები სოფელ კავთისხევის მკვიდრნი, გიორგი ელისაბედაშვილი და დავით მონასელიძე იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მეორე განყოფილების უფროსი, ვანო ჯახუა, საინტერესო ინფორმაციას ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ზუსტად 116 წლის წინ, 1906 წლის 16 ივლისს იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილმა თბილისის მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ეკატერინე სვანიძეზე. მისი მეჯვარეები იყვნენ სოფელ კავთისხევის მკვიდრნი: გიორგი ელისაბედაშვილი, ცნობილი ბოლშევიკი-რევოლუციონერი, საქართველოს საგანგებო კომისიის (ЧК) პირველი თავმჯდომარე და შემდგომში საქართველოს სსრ სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარი (მინისტრი) და დავით მონასელიძე, დეკანოზ მათე მონასელიძის შვილი.

ეკატერინე სვანიძის მეჯვარეები იყვნენ ასევე ცნობილი ბოლშევიკ-რევოლუციონერები მიხეილ ნიკოლოზის ძე დავიდოვი და მიხეილ (მიხა) გრიგოლის ძე ცხაკაია. ჯვრისწერის საიდუმლო აღასრულა მღვდელმა ნესტორ მაჭარაშვილმა, მღვდელ ქრისტესია (ქიტა) თხინვალელთან ერთად.

 

 

ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში (ფონდი 489, აღწერა 7, თბილისის მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის 1906 წლის მეტრიკული ჩანაწერების წიგნი).

ეკატერინე სვანიძე მალევე, 1907 წლის 22 ნოემბერს (ძვ. სტილი) ტიფით თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულულია კუკიის სასაფლაოზე.კავებულმა 2021 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე სამი დაწესებულება, მათშორის, საეკლესიო ნივთების მაღაზია, აფთიაქი და საკონდიტრო დააყაჩაღა.“ - წერს ვანო ჯახუა.