1727944755
„მტკვარში მობანავეს მოჰპარეს მთლიანად ტანისამოსი და სახლში ტიტველი გაისტუმრეს...“ - ქურდობა 80-90-იან წლებში
1889 წლის გაზეთ „ივერიას“ 150-ე ნომერში აღწერილია ქურდობის ფაქტი - როგორ იპარავდნენ „ტიფლისში“ უწინ.
„ამ სიცხეში მტკვარში დიდძალი ხალხი დადის საბანაოდ და ტიფლისის ქურდ-ბაცაცებსაც ხომ ეს უნდათ. მობანავეები, რასაკვირველია, ტანისამოსს ნაპირზე სტოვებენ, სადაც არა ერთი ჯიბგირი ტრიალებს. ზოგნი ამთგანნი მიუჯდებიან ხოლმე ტანისამოსს, დაუწყებენ ჩხრეკას და რასაც კი მოიახელებენ, ამოაცლიან და არხეინად წავლენ.
მაგალითად, კვირას ამ თთვის 16-ს ანჩხატის ტაძრის ახლო ბანაობდა ვიღაცა კობახიძე. ბანაობის დროს მისულა ტანისამოსთან ვიღაც ჯიბგირი, ამოუცლია ვერცხლის საათი და ხუთი მანეთი და გაპარულა.
ამას წინად კიდევ, გარეთუბანში, მტკვარში მობანავე სიტოვს მოჰპარეს სულ მთლიანად ტანისამოსი და სახლში ტიტველი გაისტუმრეს“