„მკვლელობების შემდეგ, იმავე სახლში ისადილა და კატასაც აჭამა“ - სერიული მკვლელის საქმის დაუჯერებელი დეტალები, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

სერიული მკვლელი

შოტლანდიის პირველი სერიული მკვლელი - 1956-1958 წლებში პიტერ მანუელის კისერზე ცხრა მკვლელობაა.

მის გამო, საღამოს ავტობუსებთან კაცები სპეციალურად ხვდებოდნენ ქალ ნათესავებსა და საყვარელ ადამიანებს. ეს იყო პეტერ მანუელის "ორწლიანი ტერორი"გლაზგოსა და ლანრკშირში.

1958 წლის მაისში, გლაზგოს უმაღლეს სასამართლოში ის გაასამართლეს შვიდი მკვლელობისთვის. მის წინააღმდეგ წაყენებული სხვა ბრალდებები, რომელიც მან თავდაპირველად აღიარა, მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, მოუხსნეს.

პიტერ მანუელის ადრეული ცხოვრება

მისი მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ შოტლანდიიდან ამერიკაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად 1920-იანი წლების დეპრესიის დროს. თუმცა მამამისი სამუელი დეტროიტში ცხოვრებისას ავად გახდა. მანუელს პირველი შეხება პოლიციასთან მაშინ ჰქონდა, როდესაც სამლოცველოში კოლექციების ყუთი მოიპარა.

15 წლის ასაკში მან ჩაიდინა პირველი ძალადობა, როდესაც უცხო სახლში შეიჭრა და ჩაქუჩით თავს დაესხა მძინარე ქალს. მანუელს რვა წელი მიუსაჯეს და გაათავისუფლეს 1953 წელს, 26 წლის ასაკში.

ეს იყო მისი პირველი გამოცდილება ზრდასრულთა ციხეში. ციხიდან გათავისუფლებიდან სამი წლის შემდეგ, 1956 წლის იანვრის დასაწყისში, მან დაიწყო მკვლელობების სერია.

მისი პირველი მსხვერპლის, 17 წლის ენ კნეილენდის ცხედარი იპოვეს გოლფის მოედანზე. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირველმა ოფიცრებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი ქალის თავის ქალა ჩამსხვრეული იყო. ქალს სექსუალური ძალადობის კვალიც აღენიშნებოდა.

იმავე წლის სექტემბერში პოლიცია გამოიძახეს ბერნსაიდში მდებარე სახლში, სადაც აღმოაჩინეს მარიონ უოტი, მისი და და 16 წლის ქალიშვილი, რომლებიც საწოლში იყვნენ იარაღით მოკლული.

ასევე,საკუთარ სახლში იპოვეს 45 წლის პიტერ სმარტის, მისი მეუღლის და 11 წლის ვაჟის, მაიკლის ცხედრები . სამივეს თავში პისტოლეტიდან გასროლით მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ.

მკვლელობების შემდეგ, მანუელი დარჩა მათ სახლში და საჭმელი შეჭამა. მან ოჯახის კატასაც კი აჭამა, მანამდე, მოიპარა ახალი 5-ფუნტიანი ბანკნოტები, რომლებსაც ოჯახი ინახავდა, შემდეგ კი საოჯახო მანქანა წაიყვანა.

1958 წლის 11 ივლისს დილის 8 საათზე მანუელი ჩამოახრჩვეს ბარლინის ციხეში, წარუმატებელი მიმართვის შემდეგ. მანუელი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი, ვინც სიკვდილით დასაჯეს შოტლანდიაში 1965 წელს სიკვდილით დასჯის გაუქმებამდე.

ოჯახის წევრებს, მათ შორის მის მშობლებს, არ მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ დაკრძალვის ცერემონიას, ან გადაეხადათ პანაშვიდი.