1728156496
ლოცვა, რომელიც დღეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს იკითხება
მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.
უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.
იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
ლოცვა, რომელიც იკითხება 11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსსნების დღეს
წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.”
შობამან მან ბერწისამან, პირველ უსწრო შობასა მას ქალწულისასა და ეგრეთვე აწ წარუსწრო, თავის მოკუჱთითა, ნებსით ჯუარცმასა მას უფლისასა და ჯოჯოხეთისა მყოფთა აუწყებდა ცხოვრებასა, მწუხარეთა ნათელსა, ტყვეთა განტევებასა, მკუდართა აღდგომასა, და ცხოვრებასა უკუნისამდე