„ლაპარაკში მითხრა, რომ როცა ვეხები, ვაგიჟებ... მერე, ცემით ის გააკეთა, რაც უნდოდა...“ - 18 წლის გოგოზე ბიძა ძალადობს

dzaladobis msxverpli bavshvi

„იმ დღეს მთელი გზა ხელით მათამაშა თავის "სათამაშოზე"... მერე, როცა სახლში მარტო ვიყავი, მოვიდა და ცემით მამაჩემის საწოლზე ის გააკეთა, რაც უნდოდა... ისევ მუქარა..." - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, 18 წლის გოგო, რომელზედაც ბიძა ძალადობს, თავის შემზარავ ისტორიას ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, "საფარის" გვერდზე ავრცელებს. 

„ბიძა განსაკუთრებულად მიყვარდა ბავშვობიდან და ვგიჟდებოდი მასზე, 18 წლის ვარ. ჩემი დის ნიშნობაზე, როცა ამდენი ხალხია, როცა ამდენი ნათესავია გარშემო, მთვრალი ბიძაჩემი გვერდით მომიჯდა. ზოგადად, სიმთვრალეში უფრო მეტს მელაპარაკებოდა - ვღადაობდით, ვერთობოდით, მაგრამ არასდროს გამჩენია იმის ილუზია, რომ რამე სხვა ენდომებოდა.

ლაპარაკში მითხრა, რომ „როცა ვეხები, ვაგიჟებ“. არ მიფიქრია ცუდი, ლაპარაკი გავაგრძელეთ, გარეთ გავედი.
გამომყვა. მითხრა, რომ დიდი გოგო ვარ და ჯობია, უკვე ვისწავლო ბიჭთან ურთიერთობა. მითხრა, გასწავლი, უცხო ხომ არ ვარო. არაფერს დავაზიანებ, ისეო. მივხვდი, რაც ხდებოდა. მთვრალი იყო, ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.

არ მინდოდა, ვინმეს გაეგო, რა ხდებოდა (მამაჩემს ძმა მოუკვდა, დედა მოუკვდა და მასთან იზრდებოდა) და ვიფიქრე, მამაჩემი ამას მოკლავს, ამიტომ დავმალავ-მეთქი. მითხრა, ხვალ დილით გნახავო და დავთანხმდი. ვიფიქრე, რომ გამოფხიზლდება დაველაპარალები-მეთქი. დილით მოვიდა, დედაჩემს უთხრა, მე წავიყვან უნივერსიტეტშიო. მე კიდევ არ მინდოდა.

გზაში მელაპარაკა, გახსოვს გუშინდელიო? დავემუქრე. მთელი ღამე ვკანკალებდი. ვუთხარი, კიდევ თუ გააკეთებდა ასე, მამაჩემს ვეტყოდი.

მანქანა არ გააჩერა, გზა გააგრძელა. მემუქრებოდა, ჩემი ტელეფონიდან მესიჯი გაუგზავნია თავისთან, რომ მე ვითომ მის დანახვაზე ცუდად ვხდები და მინდება, რომ შემეხოს და ვთხოვ, რომ დილით მოვიდეს და უნიში წამიყვანოს. მოკლედ, იმ დღეს მთელი გზა ხელით მათამაშა თავის „სათამაშოზე“...

მერე, როცა სახლში მარტო ვიყავი, მოვიდა და ცემით მამაჩემის საწოლზე ის გააკეთა, რაც უნდოდა... ისევ მუქარა...
დღესაც მაშინ მოდის, როცა უნდა. მე ხმას ვერ ვიღებ, მეშინია. ახლა საკუთარი თავი მეზიზღება... შეყვარებული მყავს 3 წელია.

ურთიერთობა არ მქონია მასთან და როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი? მკვლელი გახდება, არ აპატიებს... დაშორება ვცადე და ყველაფერი გაარკვია, სადმე რამე პრობლემა ხომ არ მქონდა და არ მშორდება, მეუბნება, არაფრის გამო დაგშორდებიო.

თავის მოკვლა მინდა, გული მერევა, სარკეში რომ ვიყურები, ვატყუებ ხალხს... მამაჩემი ბიძაჩემს ძმას ეძახის. ბიცოლაჩემთან ერთად მძინავს და სინამდვილეში რა ხდება? - სიკვდილი მინდა, მაგრამ თავი რომ მოვიკლა, ვიცი, რომ ყველას გაამწარებს ჩემი შეყვარებული, ახლა უკვე საქმრო. დეკემბრის ბოლოს ჩემი ცოლად მოყვანა უნდა, მაგრამ მეშინია...", - წერს ძალადობის მსხვერპლი.