დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
2002 წლის ივნისის ერთ ჩვეულებრივ ღამეს, სოლტ ლეიკ სიტიში, სმარტების სახლში ბრაიან დევიდ მიტჩელი შეიჭრა. კაცი დარწმუნებული იყო, რომ ის გახლდათ მორმონი წინასწარმეტყველი, რომელსაც შვიდი ქალიშვილი უნდა მოეყვანა ცოლად.
კაცი 14 წლის ელიზაბეტ სმარტის ოთახში შეიპარა, დანით დაემუქრა და გაიტაცა, რათა ბავშვი მისი პირველი "ცოლი" გამხდარიყო. გოგონამ ცხრა თვე ბრაიანისა და მისი ნამდვილი ცოლის, ვანდა ბარზის ტყვეობაში გაატარა, რა დროსაც მას ასმევდნენ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს აღებინებდნენ და აიძულებდნენ პორნოგრაფიის ყურებას.
საბოლოოდ, გოგონამ გადარჩენა მოახერხა. დღეს ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარება. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ბრაიან დეივიდ მიტჩელის ისტორია და ცოტამ თუ იცის, მისი ცხოვრების შემზარავი დეტალები.
სანამ ბრაიან დევიდ მიტჩელი ელიზაბეტის სახლში შეიჭრებოდა, ის ძალადობრივ ცხოვრებას ეწეოდა. 1953 წლის 17 ოქტომბერს, მორმონების ოჯახში დაბადებულმა მიტჩელმა ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა უცნაური მიდრეკილებები.
უცხოური მედიის ცნობით, ბრაიანი სასტიკად ექცეოდა დედას და თავის ხუთ დედმამიშვილს. 16 წლის ასაკში მან სახლი დატოვა, რის შემდეგაც ის მალევე რვა წლის გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის დააკავეს.
პირველ მეუღლესთან მას ორი შვილი ეყოლა, რომლებიც ცოლთან განქორწინების შემდეგ გაიტაცა, ნიუ ჰემფშირში წაიყვანა და თვითონ კრიშნას მიმდევრებს შეუერთდა.
1983 წელს კაცი იუტაში დაბრუნდა და მეორედ იქორწინა. შვილები კი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.
მიტჩელის მეორე ქორწინებამ მისი სასტიკი ბუნება გამოავლინა. კაცმა კარგად იცოდა, რომ მეუღლეს თაგვების ეშინოდა და ერთხელ მას ქილით თაგვი მიუყვანა. ერთ დღეს კი მან 50 მკვდარი თაგვი დაუტოვა ღუმელში, რათა ის შეეშინებინა. ქორწინება 1985 წელს იმ მიზეზით დასრულდა, რომ კაცი თავის გერებზე ძალადობდა.
განქორწინებიდან მალევე მიტჩელმა თავის მესამე ცოლზე, ვანდა ბარზეზე იქორწინა. კაცმა სწორედ ამ დროს დაიჯერა, რომ ის მორმონი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ვანდაზეც დაიწყო ძალადობა და მისი ქალიშვილის სექსუალურად შევიწროება.
ბრაიანმა თმისა და წვერის გაზრდა დაიწყო, რელიგიური სამოსი ჩაიცვა და საკუთარ თავს იმანუელი უწოდა. 2002 წელს კი გამოაცხადა, რომ ის უნდა გამხდარიყო მეფე, რომელსაც შვიდი ცოლი ეყოლებოდა, რადგან ისინი მას ანტიქრისტესთან ბრძოლაში უნდა დახმარებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მორმონთა ეკლესიამ მისი მოკვეთის პროცესი დაიწყო, მიტჩელს გეგმის განხორციელება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და უკვე იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მისი პირველი "ცოლი".
2002 წლის 5 ივნისს ბრაიანი სოლტ ლეიკ სიტიში, სმარტების სახლში შეიჭრა და გეზი საძინებლისკენ აიღო, რომელსაც 14 წლის ელიზაბეტ სმიტი უმცროს დასთან, მერი კეტრინთან იზიარებდა. კაცმა გოგონას ყელზე დანა მიადო, გააღვიძა და მუქარით გაიყვანა სახლიდან. სწორედ აქედან დაიწყო ელიზაბეტის ცხრათვიანი კოშმარი.
მიტჩელმა გოგონა სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ბანაკში წაიყვანა, მას "შეარჯაშუბი" დაარქვა და მის ცოლად გამოაცხადა. კაცი მას ყოველდღიურად აუპატიურებდა, ხეზე აბამდა, პორნოგრაფიის ყურებას აძალებდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა და ოჯახზე ლაპარაკს უკრძალავდა.
ელისაბეტის გატაცებიდან რამდენიმე კვირაში, ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის სახლში შეიჭრა და მისი გატაცებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
სექტემბრის დასაწისში მიტჩელი, ვანდა და ელისაბეტი სან-დიეგოში გადავიდნენ და ბანაკებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებში ცხოვრობდმენ. სმარტის თქმით, სან-დიეგოში ყოფნისას, კაცმა კიდევ ერთი გოგოს გატაცება სცადა.
მიტჩელი ელისაბეტთან ერთად ხშირად გადაადგილდებოდა. რამდენჯერმე სოლტ ლეიკ სიტიშიც კი წაიყვანა, მაგრამ გოგონას სახე ყოველთვის დაფარული უნდა ჰქონოდა.
როგორც აღმოჩნდა, გატაცების ღამეს ელიზაბეტის გარდა მის უფროს დას, მერი კეიტსაც ეღვიძა და მეტიც, მამაკაცის ამოცნობა ხმის საშუალებით შეძლო. გოგონამ მშობლებს უთხრა, რომ ელიზაბეტი ადგილობრივმა მათხოვარმა - იმანუელმა გაიტაცა, რომელიც ოჯახს სახურავის შესაკეთებლად ჰყავდა დაქირავებული.
მომხდარიდან მალევე, სმარტების ოჯახმა საჯაროდ წარადგინა "იმანუელის" ფოტორობოტი.
მიტჩელმა ელიზაბეტს და ვანდას განუცხადა, რომ ნიუ-იორკში ან ბოსტონში უნდა გადასულიყვნენ, თუმცა, ელიზაბეტმა მათ დააჯერა, რომ ღმერთს სურდა, რომ მათ სოლტ ლეიკ სიტიში ეცხოვრათ. გამტაცებლებმა გოგონას დაუჯერეს და დაბრუნება გადაწყვიტეს.
დაბრუნებიდან მალევე, ორმა ადამიანმა პოლიციას შეატყობინა, რომ მიტჩელი ელისაბეტთან ერთად სოლტ ლეიკ სიტის ცენტრში დაინახეს. 2003 წლის 12 მარტს კი ელისაბეტი ბრაიანის ტყვეობიდან დაიხსნეს.
ბრაიან დევიდ მიტჩელი სასამართლო პროცესებზე დაუმორჩილებლობას აცხადებდა და არაადეკვატურად იქცეოდა. კაცი, რომელიც თავს თითქოსდა მეფედ თვლიდა, პროცესის მიმდინარეობისას ხშირად მღეროდა საშობაო სიმღერებსა და საგალობლებს, რის გამოც მას დარბაზიდანაც აძევებდნენ.
მიტჩელისგან განსხვავებით, ელისაბეტმა მოსამართლეს დეტალურად განუმარტა, თუ რისი გავლა მოუწია მას ცხრა თვის განმავლობაში, რის შემდეგაც დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება ვანდა ბარზეს, მან მიტჩელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და სასჯელის სახით 15 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.
დღეს ელიზაბეტ სმარტი მწერალი და აქტივისტია. თავისი საქმიანობის ფარგლებში კი ხშირად ურთიერთობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან და მათ ეხმარება. რაც შეეხება დამნაშავეებს, ბრაიან დევიდ მიტჩელი დღემდე პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ვანდა 2018 წელს გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ: