პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯოანა დენეჰიმ 2013 წლის მარტში ინგლისში სამი მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მის საზარელ დანაშაულებს "პიტერბოლის თხრილის მკვლელობები" ეწოდა.
ჯოანას მთავარ მიზანს თანამზრახველ გარი რიჩარდთან ერთად ცხრა მამაკაცის მკვლელობა წარმოადგენდა. დამნაშავეებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ბონისა და კლაიდის სამარცხვინო დუეტს დამსგავსებოდნენ.
პოლიციამ ქალი პირველი ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში დააკავა. გასამართლების შემდეგ, მისი ამბავი კიდევ უფრო უცნაური ხდება. როგორც გაირკვა, მან ციხეში რამდენჯერმე დაამყარა პატიმრებთან რომანტიკული ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მას დარჩენილი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევს, მისი მამაკაცებთან ურთიერთობის მცდელობები დღემდე გრძელდება.
ჯოანას პრობლემატური ცხოვრება ჰქონდა. 16 წლის ასაკში ის თავის 21 წლის შეყვარებულთან, ჯონ ტრენორთან ერთად სახლიდან გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მას შვილების ყოლა არასდროს ნდომებია, ის 1999 წელს, 17 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მან დაიწყო თვითდაზიანება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების აქტიურად მოხმარება.
2005 წელს მას მეორე შვილიც ეყოლა. მოგვიანებით, ტრენორმა ქალი მიატოვა და შვილებიც თან წაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯოანა მეუღლეს ღალატობდა და შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ოჯახის დანგრევის შემდეგ, ქალი პიტერბოროში გადავიდა, სადაც გარი რიჩარდსი გაიცნო. სავარაუდოდ, ამ დროს ჯოანა სექსმუშაკი გახდა, რითაც შეიძლება აიხსნას მისი სიძულვილი მამაკაცების მიმართ.
მისმა პრობლემებმა 2012 წლის თებერვალში იჩინა თავი.
თავდაპირველად, დენეჰი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამ დროს ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ანტისოციალური პიროვნების აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა დაუდგინდა. მომხდარიდან 10 წელიწადში კი მისი მკვლელობების სერია დაიწყო. სრულად
ასევე ნახეთ:
როგორ გადაარჩინა ციხის უფროსმა, მოსამართლე თამარ ალანიას მამის მკვლელი დახვრეტას - ინტერვიუ