„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
1965 წელს სილვია ლიკენსი და მისი და ჯენი ოჯახის მეგობრის - გერტრუდა ბანიშევსკის მზრუნველობის ქვეშ დარჩნენ, რომელმაც, საკუთარი შვილების დახმარებით, წამებით მოკლა ლიკენსი.
სილვია ღარიბი ოჯახიდან გახლდათ. მისი მშობლები გემზე მუშაობდნენ, რის გამოც დიდი ხნით შვილების დატოვება უწევდათ. სწორედ ასე აღმოჩნდა სილვია ბანიშევსკის სახლში. გერტრუდა ბანიშევსკიმ და მისმა შვილებმა გოგონა სასტიკად აწამეს. მოძალადეებმა დანაშაულში უბნის ბავშვებიც კი ჩართეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონამ სიკვდილამდე წარმოუდგენელი ტანჯვა გადაიტანა.
გერტრუდა ისეთივე ღარიბი იყო, როგორც ლიკენები. ქალი შვიდ შვილთან ერთად დანგრეულ სახლში ცხოვრობდა და ფულს თეთრეულის გაუთოვებით შოულობდა. სილვიასა და მისი დის შეფარებაში კი ის დამატებით თანხას იღებდა. ის არაერთხელ იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი ზოგიერთი მეუღლე კი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც ქალს დეპრესია ჰქონდა და ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა.
ბანიშევსკის ოჯახი პირველი ორი კვირის განმავლობაში სილვიას და მის დას კარგად ექცეოდა, თუმცა, გერტრუდას 17 წლის ქალიშვილი პაულა სილვიას მიმართ ბოროტად იყო განწყობილი.
ერთ დღეს, სილვიას მამას გერტრუდასთვის თანხის გადახდა დაავიწყდა, რამაც ქალი განარისხა. მან სილვიას ხელი მოჰკიდა, ოთახში შეიყვანა და ჩაკეტა. კარს მიღმა მჯდომ ჯენის მხოლოდ ყვირილი ესმოდა. მეორე დღეს, გერტრუდამ კუთვნილი თანხა მიიღო, თუმცა სილვიას წამება მაინც განაგრძო.
ქალი გოგონებზე ძალადობის დროს პოლიციელი მეუღლის ქამარს იყენებდა. როდესაც გერტრუდა ცემით იღლებოდა, მის ადგილს პაულა იკავებდა. გერტრუდამ მოითხოვა, რომ ძალადობას ჯენიც შეერთებოდა და გოგონას დაემუქრა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მასაც სცემდნენ.
გერტრუდამ სილვია ქურდობაში დაადანაშაულა და თითები დაუწვა. შემდეგ კი ეკლესიაში წაიყვანა და უფასო ჰოთ-დოგების ჭამა დააძალა, რის გამოც გოგონა მოიწამლა. ამ ამბავმა გერტრუდა უფრო გააბრაზა.
ქალმა შვილებს სილვიასა და ჯენის შეურაცხყოფაში მონაწილეობის მიღების ნება დართო. ბავშვები მის კანს საფერფლედ იყენებდნენ, წვავდნენ, ჭრიდნენ და ჭრილობებში მარილს აყრიდნენ, რის შემდეგაც ცხელი აბაზანის მიღებას აიძულებდნენ. პაულამ სილვიას სასქესო ორგანო დაუსახიჩრა. გერტრუდას 12 წლის ვაჟი კი სიამოვნებით აიძულებდა გოგონას უმცროსი და-ძმის დაბინძურებული საფენების ენით გაწმენდას.
ერთ დღეს, გოგონა გააშიშვლეს და ცარიელი კოკა-კოლას ბოთლის საშოში შეყოფა დააძალეს. გოგონა იმდენად იყო ნაცემი, რომ საპირფარეშოში ვეღარ გადიოდა. როდესაც მან ლეიბი დაასველა, გერტრუდამ ის სარდაფში ჩაკეტა და ჭამა და აბაზანაში შესვლა აუკრძალა.
გერტრუდა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ცემაში მეზობლის ბავშვებსაც მიეღოთ მონაწილეობა. მან თავის ქალიშვილს უთხრა, რომ სილვიამ მას მეძავი უწოდა, რის გამოც გოგონას მეგობრებმა სილვია სცემეს.
მოგვიანებით, სასამართლო პროცესის დროს, ზოგიერთმა ბავშვმა გაიხსენა, თუ როგორ ჩართო ისინი გერტრუდამ დანაშაულში. როგორც გაირკვა, ქალი ხშირად ატყუებდა მეზობლებს, რომ სილვია მათ ზურგს უკან შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგაც მათ სახლში იწვევდა და უყურებდა, თუ როგორ უსწორდებოდნენ ისინი სილვიას.
გერტრუდამ საკუთარ შვილებს უთხრა, რომ სილვია მეძავი იყო, რის შემდეგაც მეზობელმა ბიჭმა - რიკი ჰობსმა და სილვიას 11 წლის ქალიშვილმა სილვიას მუცელზე გახურებული ნემსით დააწერეს - "მე მეძავი ვარ და ვამაყობ ამით".
ერთ დღეს, სილვიას უფროსმა დამ გოგონების მონახულება სცადა, მაგრამ ის კარებიდან გააბრუნეს. მოგვიანებით, მეზობელმა ჯანდაცვის მედდას ინციდენტების შესახებ შეატყობინა, რის გამოც მან სახლის დათვალიერება გადაწყვიტა. სახლში მისულმა მედდამ სილვია ვერ ნახა, რადგან ის სარდაფში იყო ჩაკეტილი, ჩათვალა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა და ზომების მიღებისგან თავი შეიკავა. გერტრუდამ მედდა დაარწმუნა, რომ გოგონები სახლიდან გააგდო.
სილვიას შეურაცხყოფა გარშემომყოფების დახმარებით გრძელდებოდა. მეზობლები ხედავდნენ, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ გოგონას, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღნიშნეს, მათ ძალადობის შესახებ პოლიციას იმიტომ არ შეატყობინეს, რომ ბანიშევსკის შურისძიების ეშინოდათ.
"ვხვდები, რომ მოვკვდები" - უთხრა სილვიამ ჯენის სიკვდილამდე სამი დღით ადრე.
გერტრუდამ სილვიას მშობლებისთვის წერილის დაწერა აიძულა, სადაც ის დედ-მამას მოატყუებდა, რომ სახლიდან გაიქცა, ბიჭების ჯგუფს შეხვდა და მათ სექსუალურ მომსახურებას უწევდა.
ცოტა ხნის შემდეგ, სილვიამ გაიგო, თუ როგორ უთხრა ბანიშევსკიმ შვილებს, რომ სილვიას ტყეში წაყვანას და მარტო დატოვებას აპირებდა. სასოწარკვეთილმა გოგონამ ბოლოჯერ სცადა გაქცევა. მან მოახერხა სახლიდან გაღწევა, მაგრამ გერტრუდამ ის დაიჭირა, რის შემდეგაც, მეზობელი ბიჭის, კოი ჰაბარდის დახმარებთ, ფარდის ჯოხით იქამდე სცემა, სანამ გოგონამ გონება არ დაკარგა.
1965 წლის 26 ოქტომბერს სილვია ტვინში სისხლდენის, შოკისა და შიმშილისგან გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ პოლიციას გერტრუდამ უთხრა, რომ სილვია ტყეში ბიჭებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ის სცემეს. ამ დროს, ჯენი პოლიციას მიუახლოვდა და სახლიდან გაყვანა სთხოვა, რის შემდეგაც მან ყველაფერი მოჰყვა.
პოლიციამ გერტრუდა, პაულა, ჯონ ბანიშევსკი, რიჩარდ ჰობსი და კოი ჰაბარდი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ადამიანის დასახიჩრებისთვის დააპატიმრეს სხვა მეზობლებიც, თუმცა, რამდენიმე მათგანს ასაკის გამო ბრალი ვერ წაუყენეს.
გერტრუდამ დანაშაული არ აღიარა, თუმცა, საბოლოოდ, ის მაინც გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მისმა ადვოკატმა თამამად აღიარა, რომ მისი აზრით, ქალი ელექტროსკამს იმსახურებდა.
დედის მსგავსად, უვადო პატიმრობა პაულა ბანიშევსკისაც მიესაჯა. რიჩარდ ჰობსს, კოი ჰაბარდსა და ჯონ ბანიშევსკი უმცროსს კი 2-იდან 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რადგან ისინი არასრულწლოვნები იყვნენ. ისინი პირობით ვადამდე, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
გერტრუდამ 20 წელი გაატარა გისოსებს მიღმა, პაულა კი რვა წელიწადში გაათავისუფლეს. ის აიოვას შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სახელი შეიცვალა და მასწავლებლის თანაშემწე გახდა, თუმცა, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, როდესაც 2012 წელს ანონიმურმა წყარომ სკოლას შეატყობინა, რომ პაულა სილვია ლიკენსის მკვლელობაში იყო ბრალდებული.
გერტრუდა ბანიშევსკი 1985 წლის 4 დეკემბერს, კარგი საქციელის გამო პირობით ვადამდე, გათავისუფლდა. ხუთი წლის შემდეგ კი ქალი ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ:
სასწრაფოდ! - იძებნება 4 შვილის დედა, რომელიც 24 საათია კონტაქტზე არ გამოდის