ძალიან გავრცელდა სახიფათო თამაში... - ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს
1744794773
მარიამობის მარხვაა და თქვენ იცით, რომ არსებობს სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატები. ახლა ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ.
ხატი სახელწოდებით "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი" ათონზეა დავანებული, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აგებულ უძველეს ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში. გადმოცემით, 395 წელს გემი, რომელიც ათონის მთისკენ მიდიოდა და მასში იმპერატორ თეოდოსის ვაჟი, უფლისწული არკადი იმყოფებოდა, ქარიშხალში მოყვა. უფლისწული გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია. გემმა გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ფიქრობდნენ, რომ უფლისწული დაიღუპა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სანაპიროზე ბუჩქნარს მიადგნენ, რომლის ჩრდილშიც ერთიანად სველი, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ ის თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოჰყვა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი – "ყმაწვილის ბუჩქი".
იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "მანუგეშებელი" მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუმცა მისი მზერა სავსეა სიმკაცრით.
"დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ". მართლაც, ყაჩაღების ჯგუფს განზრახული ჰქონია, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება… ამის შემდეგ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი", ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყველება კი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. მანუგეშებელ ხატთან ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სათხოვნელი, სავედრებელი აქვთ."