„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
ევროკავშირი უნდა იყოს თავდაცვის ძალა და არა მხოლოდ სავაჭრო ბლოკი, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წინააღმდეგ „ნამდვილი გაერთიანების“ სახით უნდა იმოქმედოს. ორპოს მტკიცებით, ეს არ ნიშნავს, რომ ბრიუსელი NATO-ს ალიანსს ჩაანაცვლებს.
„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის საერთო შესაძლებლობები, ამიტომ გვჭირდება ევროკავშირის დაფინანსება და თანამშრომლობა. ჩვენ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სოლიდარობა გამოვავლინეთ, მაგალითად, „კოვიდთან“, ეკონომიკასთან, მიგრაციასთან დაკავშირებით. ახლა დროა, სოლიდარობა გამოვავლინოთ უსაფრთხოებაში. ეს ინციდენტები, თავდასხმები მთელი ევროპის წინააღმდეგ არის მიმართული. ვინ არის შემდეგი? დანია არ არის სასაზღვრო ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია მთელ ევროპაში. ჩვენ გვჯერა NATO-სი, ეს ნათელია. ევროკავშირს შეუძლია, მეტი გააკეთოს ქვეყნების დასახმარებლად და NATO-ს მხარდასაჭერად, მაგალითად, სამხედრო ინდუსტრიის გასაძლიერებლად, რაც აუცილებელია. ევროპაში უფრო ძლიერი სამხედრო ინდუსტრიისა და სამრეწველო შესაძლებლობების გარეშე ჩვენი თავდაცვა ვერ იქნება უფრო ძლიერი. არ არსებობს ნიშნები, რომ პუტინს მშვიდობა ექნება. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ შეშფოთებულები ვართ. მე ძალიან შეშფოთებული ვარ და ახლა დროა, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პეტერი ორპომ.