„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
„მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ვარ თანამონაწილე 1-ლი ოქტომბრის არჩევნებისა და იმ გამარჯვებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოიპოვა,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბერს გარდატეხა მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ის წლები, როდესაც ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ღირსება ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი წინა ხელისუფლებას, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ვარ თანამონაწილე 1-ლი ოქტომბრის არჩევნებისა და იმ გამარჯვებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოიპოვა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი 13 წელი იყო - ყოველთვის გვიწევდა ბრძოლა და დაცვა, დღესაც გრძელდება ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.