პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მას მხოლოდ სამ მკვლელობასთან ედავებოდა, ჯოზეფ როი მეთენი ირწმუნებოდა, რომ 13 ადამიანი მოკლა. ზოგიერთი მათგანი საკვებად აქცია და ბალტიმორის გზის პირას კლიენტებს მიჰყიდა.
დაკავების მომენტში, მეთენიმ სამართალდამცველებთან ითანამშრომლა. აღწერილმა სისასტიკემ ისინი შოკში ჩააგდო. ყველაფერს კი მისი აღსარება დაემატა - "მე ძალიან ავადმყოფი ადამიანი ვარ" - უთხრა კაცმა პოლიციას. მერე კი დეტალურად მოჰყვა, თუ როგორ სასტიკად აუპატიურებდა და კლავდა სექსმუშაკებსა და უსახლკარო ადამიანებს. ის მკვლელობის გარდა, მსხვერპლის ხორცით უცნობ ადამიანებს უმასპინძლდებოდა.
ჯო მეთენი ყოველთვის უხეში ადამიანი იყო. მისი ბავშვობის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. ის ხუთ და-ძმასთან და ლოთ მშობლებთან ერთად ბალტიმორის მახლობლად იზრდებოდა. 1973 წელს კაცი ჯარში წავიდა, რის შემდეგაც ოჯახთან კავშირი დაკარგა.
არმიაში მსახურების შემდეგ, მეთენიმ ჯერ ხის ქარხანაში, მოგვიანებით კი, სატვირთო მანქანის მძღოლად იმუშავა. შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელმაც მას შურისძიების დაუოკებელი სურვილი გაუჩინა.
1994 წლისთვის ჯო თავის შეყვარებულთან და ექვსი წლის შვილთან ერთად სამხრეთ ბალტიმორში ცხოვრობდა. ამ დროისთვის, წყვილი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ერთ დღეს, სახლში მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალი სახლიდან წავიდა და თან ბავშვიც წაიყვანა. მეთენის სჯეროდა, რომ ის სხვა კაცთან წავიდა, რის გამოც მისი ძებნა დაიწყო.
მალევე, მან ხიდის ქვეშ ორი უსახლკარო მამაკაცი იპოვა, რომლებიც, მისი აზრით, ქალს იცნობდნენ. როდესაც უსახლკაროებმა მეთენის შეყვარებულის ადგილსამყოფელი არ გაუმხილეს, მან ორივე მათგანი ნაჯახით გამოასალმა სიცოცხლეს. მომხდარის შემდეგ, ჯომ მეთევზე შენიშნა, რომელსაც დანაშაულის დანახვა შეეძლო და დამნაშავემ ისიც მოკლა. როგორც კი მიხვდა, რაც გააკეთა, მკვლელი პანიკაში ჩავარდა და ცხედრები მდინარეში გადააგდო.
პოლიციამ მეთენი უსახლკარო მამაკაცების მკვლელობის გამო დააკავა. კაცმა წელიწად-ნახევარი გაატარა ციხეში, სასამართლოს მოლოდინში, თუმცა, ის გაათავისუფლეს, რადგან ცხედრების პოვნა ვერ მოხერხდა.
გათავისუფლებიდან მალევე, მეთენიმ ორი სექსმუშაკი იმის გამო მოკლა, რომ მათ დაკარგული შეყვარებულის შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდეს. მდინარეში გადაგდების ნაცვლად, კაცმა ცხედრები სახლში მიიყვანა, სადაც ისინი დაანაწევრა და ხორცის ნაჭრები კონტეინერებში შეინახა.
მომდევნო კვირების განმავლობაში, მან სექსმუშქაკების ხორცი საქონლისა და ღორის ხორცს შეურია. შემდეგ კი ბარბექიუს სტენდი გახსნა და მსხვერპლების შემწვარი ხორცისგან გაკეთებულ ბურგერებს კლიენტებზე ყიდდა.
როდესაც ხორცი უმთავრდებოდა, მეთენი შემხვედრ სექსმუშაკს, ან მაწანწალას კლავდა. მოგვიანებით მან პოლიციას განუცხადა, რომ ხორცთან დაკავშირებით მომხმარებლისგან პრეტენზია არ მიუღია. "ადამიანისა და ღორის ხორცი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუ მათ ერთმანეთში ავურევთ, ვერავინ შეძლებს მათ განსხვავებას... ასე რომ, როდესაც გზაზე ხორცის მაღაზიას დაინახავთ, სანამ ჭამას დაიწყებთ, ეს ამბავი გაიხსენეთ," - თქვა მან.
ჯო მეთენი 1996 წელს დაიჭირეს, როდესაც მისმა სავარაუდო მსხვერპლმა რიტა კემპერმა მისგან თავის დაღწევა და პოლიციაში მისვლა მოახერხა. დაკითხვის დროს, მეთენიმ მინიმუმ 10 ადამიანის მკვლელობა აღიარა. ნაფიცმა მსაჯულებმა კაცი დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა, 2000 წელს მოსამართლემ განაჩენი გააუქმა და უვადო პატიმრობით შეცვალა.
სასამართლო პროცესზე მეთენიმ თქვა, რომ ის ბოდიშს არასდროს მოიხდიდა, რადგან ეს ტყუილი იქნებოდა - "მე მზად ვარ, დავთმო ჩემი სიცოცხლე იმის გამო რაც გავაკეთე, რათა ღმერთმა განსაჯოს და სამარადისოდ ჯოჯოხეთში გამაგზავნოს. მე, უბრალოდ, ვისიამოვნე ამ ყველაფრით... ერთადერთი რამ, რაზედაც გული მწყდება არის ის, რომ ვერ მოვახერხე იმ ორი ადამიანის მოკვლა, რომლებსაც ვეძებდი," - აღნიშნა სასამართლოზე.
2017 წელს ციხის დარაჯებმა საკანში მყოფი მეთენი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც კაცი მალევე გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ:
შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„...იძებნება ექიმი, რომელმაც ორსულის სიცოცხლე გადაარჩინა...“ - ამბავი, რომელმაც საქართველო მოიცვა