ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ადამიანების უმეტესობას ნანახი აქვს კლასიკური საშინელებათა ფილმები, თუმცა, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ მათი დიდი ნაწილი დაფუძნებულია რეალურ სერიულ მკვლელ ედ გეინზე, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკის გამო "პლეინფილდის ჯალათი" შეარქვეს.
1957 წლის ნოემბერში, როდესაც პოლიცია ადგილობრივი ქალის გაუჩინარების შემდეგ გეინის სახლში შევიდა, მათ არამხოლოდ თავმოკვეთილი, თავდაყირა ჩამოკიდებული მსხვერპლი, არამედ მკვლელის მიერ დამზადებული შემზარავი საგნებიც აღმოაჩინეს.
პოლიციამ ნახა თავის ქალა, სხვადასხვა ორგანოები და ადამიანების კანისგან დამზადებული სხვადასხვა საგნები. საბოლოოდ გაირკვა, რომ ედ გეინის მიზანი კანის კოსტიუმის შექმნა იყო, რათა მკვდრეთით აღმდგარიყო მისი გარდაცვლილი დედა, რომლითაც კაცი წლების განმავლობაში იყო შეპყრობილი.
ედვარდ თეოდორ გეინი 1906 წლის 27 აგვისტოს, ვისკონსინის ქალაქ ლა კროსში დაიბადა. რელიგიური დედა ედსა და მის ძმას - ჰენრის არწმუნებდა, რომ სამყარო ბოროტებით იყო სავსე და რომ სასმელი და უკვდავება ეშმაკის მთავარ იარაღს წარმოადგენდა. მოგვიანებით კი შვილები ქალაქგარეთ გადაიყვანა. ედი ოჯახის ფერმას მხოლოდ სკოლაში წასასვლელად ტოვებდა. მას ბავშვობიდანვე შეექმნა კომუნიკაციის პრობლემა თანაკლასელებთან და ის ხშირად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი.
ედი დედას აღმერთებდა და უფროსი ძმისგან განსხვავებით, მასთან კამათში არასდროს შედიოდა. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ედ გეინის პირველი მსხვერპლი, სავარაუდოდ მისი ძმა, ჰენრი იყო.
1944 წლის ერთ საღამოს, ედმა და ჰენრიმ ფერმაში მცენარეებს წვავდნენ, თუმცა, მუშაობისას ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა კი ჭაობში ასფიქსიით გარდაცვლილი ჰენრის ცხედარი აღმოაჩინეს. ჰენრის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კი ედს დედაც გარდაეცვალა.
ქალის სიკვდილის შემდეგ, ედმა სახლი სალოცავად გადააკეთა და თავად პატარა საძინებელში დასახლდა.
კაცი ნაცისტურ სამედიცინო ექსპერიმენტებსა და ადამიანის ანატომიას სწავლობდა. ამასთან ერთად კი ხშირად უყურებდა პორნოგრაფიას და კითხულობდა საშინელებათა რომანებს. მისი ფერმით 10 წლის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა, თუმცა, ყველაფერი 1957 წლის ნოემბერში შეიცვალა, როდესაც ადგილობრივი ტექნიკის მაღაზიის მფლობელი, ბერნის ვორდენი გაუჩინარდა, ადგილზე კი მხოლოდ სისხლის ლაქები დატოვა. მისი ბოლო მომხმარებელი კი სწორედ ედ გეინი გახლდათ.
ედის სახლში მისულმა პოლიციამ ბერნის ვორდენის თავმოკვეთილი გვამი იპოვეს. ამასთან ერთად, აღმოაჩინეს ძვლები, საწოლის ძელზე დამაგრებული თავის ქალა, ადამიანის ტყავისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები და თავის ქალისგან გაკეთებული სამზარეულოს ჭურჭელი.
ნივთებს შორის იყო სკამები, სანაგვე ურნა, ადამიანის ფეხის კანისგან დამზადებული გამაშები, სახისგან დამზადებული ნიღბები, მკერდისგან გაკეთებული ქამარი და ასე შემდეგ. ბინიდან ამოიღეს სხეულის დანაწევრებული ნაწილები, მათ შორის კი ფრჩხილები, ოთხი ცხვირი და ცხრა სხვადასხვა ქალის სასქესო ორგანო.
გეინმა აღიარა, რომ გვამების უმეტესობა ადგილობრივი სასაფლაოებიდან შეაგროვა. მან პოლიციას უთხრა, რომ იმ ადამიანის სხეულებს აგროვებდა, რომლებიც მისი აზრით დედას ჰგავდნენ. ედმა ასევე განმარტა, რომ სურდა ქალის კოსტიუმი შეექმნა, რათა მის დედად გარდასასულიყო.
პოლიციამ "პლეინფილდის ჯალათი" დააკავა. იგი 1957 წელს უდანაშაულოდ ცნეს და კრიმინალურად შეშლილთა საავადმყოფოში გააგზავნეს, სადაც მას შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ათი წლის შემდეგ კი ის მხოლოდ ერთი მკვლელობისთვის გაასამართლეს.
გარდაცვალებამდე, 77 წლის ასაკში კაცმა მხოლოდ ორი ადამიანის მკვლელობა აღიარა და დაამატა, რომ 40-მდე ცხედარი მან სასაფლაოდან წამოიღო.
ასევე ნახეთ:
წყვილი, რომელიც 101 წლის წინ ერთ დღეს დაიბადა, იქორწინეს და... ერთ დღეს, ერთად დაიღუპნენ