1732563617
გახმაურებული ამბავი: როგორ გამოიყურება და როგორ განვითარდა ლიეტუველი გოგონას ცხოვრება, რომელსაც 1983 წელს ქართველმა ქირურგმა სათიბით მოკვეთილი ორივე ფეხის ტერფი მიაკერა
41 წლის წინ, სამი წლის რასა პრაშჩევიჩიუტე უბედური შეემთხვის მსხვერპლი გახდა: მამამ სათიბით უნებურად მოაჭრა ორივე ფეხის ტერფი.
გოგონა სასწაულმა გადაარჩინა - 12 საათში ლიტვის კოლმეურნეობიდან მოსკოვში წაიყვანეს, სადაც რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა. ახლა რასა 44 წლისაა და მხოლოდ ნაწიბურები ახსენებს მას მომხდარს. როგორ გაერთიანდა მთელი ქვეყანა გოგონას გარშემო, როგორ განვითარდა მისი ბედი ოპერაციის შემდეგ და როგორ ცხოვრობს რასა ახლა.
1983 წლის 17 ივნისის საღამოს, სამი წლის ტყუპი, რასა და უსრა პრაშჩევიჩიუტები დამალობანას თამაშობდნენ ლიტვის სოფლის მინდორში. უსრამ ვერ იპოვა რასა და სახლში წავიდა, ეგონა რომ იქ გაიქცა მისი და. მათი მამა, ვიტაუტას პრაშევიჩიუსი, რომელიც მუშაობდა კოლმეურნეობაში, ბალახს თიბავდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, რაც თიბვა დაიწყო, ყვირილი გაიგონა. მამაკაცი მანქანიდან გადმოხტა და ბალახში დასისხლიანებული რასა დაინახა - ორივე ფეხი იყო მოჭრილი.
რასას მამა გაიქცა დახმარების სათხოვნელად. შემთხვევის ადგილზე პირველი კოლმეურნეობის თავმჯდომარე მივიდა, რომელიც ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას. პარამედიკოსმა ელანა კრივიკენემ, რომელიც მალევე მივიდა და რასას ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთა, ჭრილობები შეუხვია და მოწყვეტილ ფეხებს გაყინული ქაშაყი დაფარა, რომ მათთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოს ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობა არ გააჩნდა, მაგრამ ადგილობრივმა ექიმმა შეძლო მოსკოვთან დაკავშირება. მან დაურეკა ახალგაზრდა ქირურგს, რამაზ დათიაშვილს.
გოგონას სსრკ-ს დედაქალაქში გადასაყვანად სპეციალურად გამოიყო თვითმფრინავი, რომლისთვისაც საჰაერო დერეფანი გათავისუფლდა. დილის ექვს საათზე - ტრაგედიიდან 12 საათის შემდეგ დათიაშვილი პაციენტს ფილატოვის ბავშვთა საავადმყოფოში შეხვდა.
უნიკალური ოპერაცია
საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დათიაშვილს ფეხებზე ჭრილობების დამუშავება და ამოკერვა ურჩია, თუმცა ექიმმა გოგონას ფეხების გადანერგვა გადაწყვიტა.
როცა რასა ნარკოზიდან გამოვიდა, ექიმი ფეხებზე შეეხო. ფეხები თბილი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღდგა სისხლის მიმოქცევა. სსრკ-ში კიდურის რეპლანტაციის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ოპერაციიდან მეორე დღეს გოგონამ გაიღვიძა ცნობილმა: ხალხი მთელი მსოფლიოდან წერდა მის წერილებს, უგზავნიდა სათამაშოებსა და ხილს.
შემდეგ რასას ჰქონდა რეაბილიტაციის პერიოდი, თერაპიის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ რასამ დამოუკიდებლად დაიწყო სიარული. ამის შემდეგ დედა და გოგონა სახლში დაბრუნდნენ.
არაყში გაცვლილი სათამაშოები
მისი მშობლიური სოფლის ყველა მცხოვრები გამოვიდა გადარჩენილი გოგონას შესახვედრად.
წერილებისა და სათამაშოებით სავსე ამანათების ნაკადი მას შემდეგაც არ შეწყვეტილა, რაც გოგონა სახლში დაბრუნდა. თუმცა, როგორც მეზობლებმა თქვეს, დედამ მალევე დაიწყო ქალიშვილის სათამაშოების გაყიდვა და მიღებული შემოსავლით არაყის შეძენა. ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტყო და დედას და მამას მშობლის უფლება ჩამოართვა. თუმცა, რასას ტყუპისცალი დარჩა ოჯახში საცხოვრებლად, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. უფროსი ძმა ეგიდიუსი პანსიონში მოხვდა.
გოგონა საავადმყოფოდან საავადმყოფოში რამდენიმე წლის განმავლობაში გადაჰყავდათ. რაღაც მომენტში, იგი დასახლდა ფილატოვის საავადმყოფოში გარდერობში მომუშავე ქალის ოჯახში - "ბებია კატია", როგორც თავად რასამ უწოდა. ქალს კომუნალურ ბინაში პატარა ოთახი ჰქონდა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც რასის ათი წლის გახდა, მას კიდევ ერთი რთული ოპერაცია დასჭირდა იმის გამო, რომ ერთი ფეხი მეორეზე მოკლე იყო.
იმ პერიოდში ლიეტუველმა ჟურნალისტებმა გადაიღეს სიუჟეტი რასას შესახებ და მოუწოდეს ხალხს, ეშვილებინათ რთული ბედის მქონე გოგონა.
ამას გამოეხმაურა მასწავლებლების, პიუს ადომიტისისა და სოფია ადომაიტენის ოჯახი, რომლებიც რასას სახლთან ცხოვრობდნენ 18 წლის ქალიშვილთან და 16 წლის ვაჟთან ერთად.
გერმანიაში გადასვლა
სოფიასა და პიუსის თქმით, რასას მშობლები მხოლოდ ერთხელ ესტუმრნენ რასას. დედა მივიდა, აურზაური ატეხა და ჰკითხა, რამდენ ფულს იღებდნენ ახალბედა დედა და მამა გოგონასთვის. მშვილებელთან ერთად რასა აგრძელებდა სწავლას და სპორტით დაკავდა.
როდესაც რასა 18 წლის გახდა, მისმა უფროსმა ძმამ ეგიდიუსმა იპოვა იგი და მოაწყო შეხვედრა, სადაც ტყუპისცალი დაც იყო. ამის შემდეგ დებმა განაახლეს ურთიერთობა. რასამ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო აკადემია დაამთავრა, მაგრამ სპეციალობით მუშაობა ვერ შეძლო.
მეგობარმა შესთავაზა გერმანიაში წასვლა და გოგონა დათანხმდა. იქ მუშაობდა ძიძად. 2008 წელს ერთ-ერთ დისკოთეკაზე რასამ გაიცნო ეფრემ სეპტი, რომელიც ექსკავატორის ოპერატორად მუშაობდა. როგორც რასა იხსენებს, თავიდან ეუხერხულებოდა, შეყვარებულისთვის წარსულის შესახებ ეთქვა. ცდილობდა ნაწიბურების დამალვას და არც კაბები ეცვა და არც შორტები.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ რასას და ეფრემს შეეძინათ ქალიშვილი, ილია. ახალგაზრდები დაქორწინდნენ და მას შემდეგ ტროისდორფში ცხოვრობდნენ ეფრემის ვაჟებთან ერთად, მისი პირველი ქორწინებიდან, იანთან და ლეონთან ერთად. რასა ლიტვაში იშვიათად ჩადის - წელიწადში ერთხელ სტუმრობს მის მშვილებელ დედას და დას, ოთხ შვილთან ერთად.
„ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნებაა, რომ ჩემი და გერმანიაში გადმოვიდეს და ჩვენ ახლოს ვიცხოვროთ ან თუნდაც ერთად, ერთ სახლში ვიცხოვროთ, - ამბობს რასა. - მშობლები დაიღუპნენ. დედა დიდი ხანია, მაგრამ მიზეზი არ ვიცი. მამა სამი წლის წინ, კიბოთი. მის სანახავად ვიყავი, სიკვდილამდე“.
ბავშვობაში მიღებული ტრავმის მიუხედავად, გოგონა საკუთარ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანს უწოდებს. ის მუშაობს მაღაზიაში, საქონელს თაროებზე ანაწილებს.
„თუ მთელი დღე ფეხზე ვარ, გავრბივარ ან უბრალოდ ვდგავარ, მაშინ საღამოს მტკივა. მაგრამ ეს ნორმალურია. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო“, - ამბობს გოგონა.
რასას ბავშვობისა და ტრაგედიის შესახებ თითქმის არაფერი ახსოვს.
„ეს ყველაფერი წაშლილია. საერთოდ არაფერი მახსოვს, გარდა საავადმყოფოსა, ლიტვაში სანატორიუმის და ბებია კატიასი, რომელთანაც ვცხოვრობდი. შემიფარეს, მაჭმევდნენ და საოპერაციოდ გამამზადეს. დღემდე მახსოვს ექიმი, რამაზ დათიაშვილი. ჩვენ კვლავ ვკონტაქტობთ. ოდესმე აუცილებლად შევხვდებით და ვიცეკვებთო, მითხრა“, - ამბობს რასა.
დათიაშვილი ამჟამად მუშაობს მიკროქირურგად და ქირურგიის პროფესორად ნიუ-ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში. ის აშშ-ში 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად. დათიაშვილი ემიგრაციის მიზეზებზე არ საუბრობს. თუმცა, მისი ნაცნობები, რომლებმაც RT-ს სთხოვეს, სახელები არ დაესახელებინა, ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქირურგის პოპულარობა და შური, რაც დაატყდა თავს რასას ოპერაციის შემდეგ: „მას მხოლოდ სურდა თავისი საქმის კარგად შესრულება, მაგრამ იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა“.