ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა.
119 წლის წინ, 27 მარტს პირველად, ფუნიკულიორის ტრამვაი გაეშვა. გახსნის ცერემონია კი 1905 წლის 27 იანვარს გაიმართა.
2012 წლიდან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს.
საბაგირო რკინიგზის გზის სიგრძე – 501 მეტრია. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა – 267 მ.
მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მას თბილისისთვის.