გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა
1727951190
იმ ადგილას, სადაც ძია სანდროს ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური იდგა, ახლა ლომბარდია. თავად ძია სანდროს, დიდი ხანია, არც თვალი უჭრის ძველებურად, აღარც ხელი ემორჩილება, მაგრამ მაინც ყოველ დღე, დილიდანვე აქეთ მოიჩქარის, ვითომ კვლავ სამსახურში აგვიანდებოდეს. მისი ჯიხური თბილისში ბევრს ახსოვს, კულა გლდანელისა და ქართველი კინოვარსკვლავების ფოტოებით გამოვსებული. მუშაობის პარალელურად, ყოველთვის ისმენდა ხოლმე ბაბუისა და დიდი ბაბუის თაობის მონათხრობებს – აქ იცოდნენ ჩამოსხდომაო, მაჩვენებს.
ახლა მეც მათსავით უნდა ვიმუსაიფო თქვენთანო – იღიმება. ჩემ ქალაქზე წინაპრებისგან იმდენი მომისმენია და მინახავს, მაგას როგორ დაგზარდებიო. ინტერვიუზე მთანხმდება, მაგრამ მაინც აზუსტებს – მერე ხომ დაწერ ძია სანდროს მოყოლილებიაო. აბა რას ვიზამ, სანდრო ბაბუ. დავწერ, ჩემი რესპონდენტია თბილისელი და თბილისზე შეყვარებული, უხუცესი ქართველი ალექსანდრე ბიბილაშვილი – ვაფიქსირებ ხმამაღლა. მაშ კარგი, დავიწყოთ შვილო…
– ახლა რომ ტანცი-მანცები და ღამის კლუბებია, უწინდელ თბილისში როგორ ერთობოდნენ, მე მოგიყვები. მაშინ ღარიბი ხალხის ძირითად გასართობ ადგილს აბანო წარმოადგენდა. შაბათობით ქალები შეკრავდნენ ბოღჩებს, მიდიოდნენ აბანოში, იქ რეცხავდნენ, ბანაობდნენ, ჭორაობდნენ და საქმეებსაც კი აგვარებდნენ. მაგალითად: სადედამთილოები შეიგულებ-შეათვალიერებდნენ ხოლმე სარძლოებს.
ძალიან სერიოზული პროფესია იყო მექისე. ისეთები იყვნენო, – დაგშლიდნენ, აგაწყობდნენ და მადლობასაც ეტყოდიო, მაშა?!. მექისეს ჰქონდა მთელი ოსტატობა, კარგი ძვირად ფასობდა. ძირითადად, თათრები იყვნენ. აბანოებში ქალის მექისეებიცა ჰყავდათ და კაცისაც.
კაცები აბანოში ქეიფობდნენ, დროს ატარებდნენ (მთელი თბილისის ამბებს იქ გაიგებდით) და სახლში დილაობით ბრუნდებოდნენ.
ახლა ერთი ძველი, თბილისური სადღეგრძელო უნდა გითხრათ: „ეს იმ ქალს გაუმარჯოს, ორშაბათს დილით ფანჯარაში გადმოდგმულ სანთელს რომ არ ჩააქრობს.“ განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
ახლაც რაღაცნაირად გული მიჩქარდება... - ნუცა ცისკარიშვილი ემოციურ ამბავს იხსენებს
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით... - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი