დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.
მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება.
აქ მოთხრობილი ამბები ყოველივე ამის სამწუხარო და ნათელი დადასტურებაა.
მშობლის წყევლა თუნდაც აღშფოთება ძლიერად მოქმედებს. თუ მშობელს კი არ დაუწყევლია თავისი შვილი, არამედ მხოლოდ აღშფოთდა მისი საქციელის გამო, ესეც საკმარისია, რომ შვილებმა მოსვენება დაკარგონ. ასეთი ბავშვები შემდგომში მთელ ცხოვრებას ტანჯვა-წამებაში ატარებენ. რა თქმა უნდა, საიქიო ცხოვრებაში ეს მათ შეღავათს მისცემს, რადგან ამ წამებით აქაურ ვალებს ისტუმრებენ. ხდება ის, რის შესახებაც წმ. ისააკი ამბობს: „ამქვეყნად იგემებენ თავის გეენას“, ანუ ამქვეყნიური ტანჯვით ის ჯოჯოხეთურ სატანჯველს ამცირებს. ესე იგი როდესაც ძალაში შედის სულიერი კანონები, ასეთი ადამიანი რამდენამდე თავისუფლდება გეენიისაგან, ტანჯვისაგან.
მშობლები, რომლებიც სიტყვით „გზავნიან“ შვილებს ეშმაკთან, მას „უძღვნიან“ თავიანთ შვილებს. ამის შემდეგ ეშმაკს უკვე აქვს უფლება ამ ბავშვებზე, იგი ამბობს: „შენ მე ისინი თავად მომიძღვენი“.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა ბერი პაისი ასეთ შემთხვევას იგონებს: „ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა და ვერც ერთი ოჯახს ვერ ეკიდებოდა. დედა ტირილით მეუბნებოდა: „მომკლავს ამათი დარდი, ილოცე მათთვის“. ეს ქალი ქვრივი იყო, მე მეცოდებოდა იგი და ვლოცულობდი მისი შვილებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი, რომ რაღაცა ისე ვერ იყო... ერთხელ მათ ვკითხე, დედა ბავშვობაში ხომ არ გწყევლიდათ-მეთქი.
- დიახ, მამაო, ბავშვობაში ძალიან ცელქები ვიყავით და დედა მუდამ გვწყევლიდა. - მიპასუხეს.
- წადით და დედათქვენს უთხარით, რომ თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ეს არის. უთხარით, მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდან გამუდმებით გლოცოთ.
წელიწადნახევარში ოთხივემ ოჯახი შექმნა!
კარგია, როცა მშობელი ცოცხალია და ამდენად მონანიება შესაძლებელია. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ თან წაიღო ეს ცოდვა? შეიძლება თუ არა წყვლისგან განთავისუფლება? მამა პაისი პასუხობს:
- თუ შვილები საკუთარ თავს ჩაუკვირდებიან და მიხვდებიან, რომ თავის დროზე აშავებდნენ, აწვალებდნენ მშობლებს და ამიტომაც იქნენ დაწყევლილნი, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და ცოდვებს მოინანიებენ, ყველაფერი მოწესრიგდება. სულიერ ცხოვრებაში წარმატებით ისინი განსვენებულ მშობლებსაც შეეწევიან... განაგრძეთ კითხვა