„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - დაუჯერებელი სასწაული

 ჩვილი

გოგონას დაუჯერებელი ისტორია, რომელიც აბორტის გაკეთების მიუხედავად, მაინც გადარჩა.

მელისას მშობლები აიოვას კოლეჯის სტუდენტები იყვნენ. წყვილი ბარში ერთად დადიოდა, ერთობოდა და არცერთს არ უფიქრია, რომ ერთ დღეს მშობელი გახდებოდა...

თავის სასწაულებრივად გადარჩენის ისტორია მელისამ ფართო საზოგადოებას საკუთარი წიგნის დაწერით უამბო.

წიგნში მელისა წერს, რომ მელისას ბებია-ბაბუამ შვილის ორსულობის შესახებ შეიტყო, პირდაპირ უთხრეს, რომ ამ სირცხვილს ვერ აიტანდნენ და ბავშვის მოშორება კატეგორიულად მოითხოვეს.

"დედაჩემი სპორტსმენი იყო და არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდა, ამიტომ ვერ ხვდებოდა, რომ ჩემზე ორსულად იყო. მითხრეს, რომ აბორტის გაკეთება არ სურდა, მაგრამ ბებიასა და ბაბუას მამაჩემი არ მოსწონდათ და დედა აიძულეს, რომ აბორტისთვის მიემართა...“

ამ დროს მელისას დედა უკვე 8 თვის ფეხმძიმე იყო, ტიროდა და საშინლად იტანჯებოდა, თუმცა აბორტის გასაკეთებლად მაინც წაიყვანეს.

გასული წლის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტის გაკეთების პრაქტიკა განსხვავებული იყო. ორსულ ქალებს საშვილოსნოში სპეციალურ ხსნარს უშვებდნენ, რომლითაც ნაყოფი, ფაქტობრივად, იწვებოდა. ეს მეთოდი გამოიყენეს მელისას დედისთვის ნაყოფის მოსაშორებლად, მაგრამ  აქ მოხდა ნამდვილი სასწაული.

საავადმყოფოს თანამშრომელმა, რომელმაც მელისა ქირურგიულ განყოფილებაში შეიყვანა, გაკვეთისას ამიყვანა ბავშვი, რომელიც არათუ გარდაიცვალა, არამედ სუნთქავდა და ტიროდა კიდეც. მედდამ მელისას ბებია და ბაბუა დაარწუმნა რომ აბორტი გაკეთდა. ჩვილი ხალათში გაახვია და პედიატრთან წაიყვანა.

პატარას ბევრი პრობლემა ჰქონდა, უჭირდა სუნთქვა, აღენიშნებოდა სიყვითლე და მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მელისა საკმაოდ მებრძოლო გოგონა აღმოჩნდა. ნელ-ნელა მოძლიერდა, წონაში მოიმატა და განვითარდა. ექთანმა, რომელმაც ჩვილი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, გოგონა შვილად აიყვანა.

5 წლის ასაკში მელისა უკვე თანატოლებს დაეწია. მშობლების საოცარ სიყვარულსა და ზრუნვას გრძნობდა. ოჯახში უდარდელად და ბედნიერად იზრდებოდა, ვიდრე უფროს დასთან, თემისთან კონფლიქტი არ მოუვიდა, რომელმაც უთხრა, რომ ნაშვილები იყო.

"წარსულმა არ უნდა განსაზღვროს შენი მომავალი. ღმერთმა სიცოცხლის შანსი მოგცა და გინდა ასე ადვილად გაფლანგო? უნდა ისწავლო, საკუთარი ცხოვრება შექმნა...” - უთხრეს მშობლებმა მელისას.

ამის შემდეგ გოგონამ სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლა განაგრძო. თან ბიოლოგიური მშობლებისა და ბებია-ბაბუის მოძებნა დაიწყო.

მელისამ ძიების შემდეგ ბებიასა და ბაბუას მისამართი გაიგო და მათ წერილი გაუგზავნა. როგორც თავად ამბობს, მათ მისი გამოჩენა არ სწყენიათ და აუხსნეს, რომ იმ დროს მისი დაბადება არასასურველი იყო.

თუმცა, ქალი მიხვდა, რომ ბებიასა და ბაბუას დახმარებით დედას ვერ იპოვიდა, რადგან, როგორც გაირკვა, აბორტის შემდეგ მან მშობლებთან საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა.

მელისას იმედი არასოდეს დაუკარგავს, რომ დედას შეხვდებოდა და მისგან მოისმენდა, თუ რატომ თქვა უარი მასზე. დედას მაშინ შეხვდა, როდესაც უკვე გათხოვილი იყო და მეუღლესთან ერთად 2 შვილს ზრდიდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ აღმოჩნდა, მელისას დედამ ოჯახი შეექმნა და ქალიშვილები ჰყავდა. თუმცა აღიარა, რომ გულის სიღრმეში სულ ჰქონდა იმედი, მისი შვილი გადარჩებოდა.

მელისამ დედას აპატია. ქალი ამბობს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ვადაზე აბორტის გაკეთების მიუხედავად, გადარჩა და არანაირი დეფექტი ან ფიზიკური ნაკლი არ დარჩა.