პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლევან აბაშიძე, თავისი მამაკაცური მომხიბვლელობითა და ქარიზმით, ხომ იყო 80-90-იანი წლების თბილისის გულთამპყრობელ რაინდთა სიაში. მსახიობი, რომელიც 29 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა, დღეს 60 წლის გახდებოდა.
თურმე ფიზიკურად დედას ჰგავდა. მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე სილამაზითა და კეთილშობილებით გამორჩეული წყვილი იყო თბილისში.
გმირი შვილის დედა ინტერვიუებს იშვიათად თანხმდება, თუმცა, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერით დედამ ზუსტად ისეთი ლევანი გაგვაცნო, რომელსაც მხოლოდ თავად იცნობდა.
„სულ არ ჰქონდა თავში ავარდნილი. სულ არ ჰქონდა იმის განცდა, რომ ასეთი ლამაზია, ნიჭიერია... რაღაც ფილმში იღებდნენ, ჩოხაში... ძალიან მოეწონა და უთქვამს, მერე მაჩუქეთო. სულ იმ ჩოხით დადიოდა სახლში. სადმე რომ მივდიოდი, მამოწმებდა როგორც მეცვა, ძალიან ყურადღებიანი იყო. ეს იყო უცნაური, დედა, თმებს შეიღებავო? რა ვიცი, ლევან, ალბათ შევიღებავ მეთქი, ვუპასუხე. დამპირდი რომ არ შეიღეპავო, არ დაგპირდები მეთქი. მაშინ, მე ისე გავაკეთებ, რომ შენ თმები არ შეიღებოო. ასეთი უცნაური იყო.
ამბობდა, მე ცოლი და შვილი არ მეყოლებაო.“ - იხსენებს მანანა დიხაშელი.
ნახეთ ვრცლად ↓
ასევე ნახეთ:
⇒ ვინ იყო ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული - „ვნანობ, რომ მისგან შვილი არ გავაჩინე....“
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944