დანაშაულებს თავის 13 წლის შვილთან ერთად ჩადიოდა - სერიული მკვლელის ისტორია, რომელსაც უვადო პატიმრობა მიესაჯა

ჯოზეფ კალინჯერი

ჯოზეფ ლი ბრენერ III 1935 წლის 11 დეკემბერს დაიბადა. 1937 წელს, მას შემდეგ, რაც მამამ ოჯახი მიატოვა, ის მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვთა სახლში ყოფნისას მას დედა მხოლოდ კვირაში ერთხელ სტუმრობდა. სწორედ ამ დროს განუვითარდა მას განშორებასთან დაკავშირებული შფოთვები. 1939 წლუს ოქტომბერში ბიჭი სტივენ და ანა კალინჯერებმა იშვილეს და მას გვარიც მისცეს. აღმზრდელი მშობლები ჯოზეფზე ხშირად ძალადობდნენ, სცემდნენ ჩაქუჩით და აყენებდნენ დამწვრობებს. 1943 წელს კალინჯერს ცემის შედეგად დაუზიანდა თიაქარი, რის გამოც ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მშობლებმა ბიჭი მოატყუეს და უთხრეს, რომ მას ოპერაცია სასქესო ორგანოს განვითარების შესაფერხებლად გაუკეთდა.

1944 წელს ჯოზეფს დედამ ოთხჯერ ჩაარტყა ჩაქუჩი მხოლოდ იმის გამო, რომ მას ზოოპარკში გასეირნება სურდა. ამავე წელს, უფროსმა ბიჭებმა მასზე სექსუალურად იძალადეს.

გადატანილი ტრავმების გამო, ჯოზეფს უცნაური მოთხოვნილებები გაუჩნდა. ის თვითდაკმაყოფილების მიზნით როგორც ქალის, ისევე მამაკაცის ფოტოებს იყენებდა, თუმცა ის სიამოვნებას მათი დაჭრით იღებდა.

1951 წელს მან ჰილდა ბერმანთან დაიწყო ურთიერთობა. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მან გოგონასთან ურთიერთობა განაგრძო და 17 წლის ასაკში მასზე იქორწინა და ორი შვილიც ეყოლა. ამავე წელს, მას დაეწყო ჰალუცინაციები. როგორც მოგვიანებით ამტკიცებდა, ღმერთმა მას ადამიანების გადარჩენა დაავალა, რის გამოც მან მომდევნო თერთმეტი წლის განმავლობაში ადამიანის ფეხებზე 40000-ზე მეტი ექსპერიმენტი ჩაატარა.

მოგვიანებით, ოჯახური ძალადობის გამო ჰილდამ ჯოზეფი მიატოვა. 1958 წელს კაცი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მეორედ დაქორწინდა. მალევე მან საკუთარ სახლში სამჯერ გააჩინა ხანძარი. 1959 წელს კი ის თვითმკვლელობის მცდელობისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კალინჯერს მეორე ცოლთან ხუთი ბავშვი ეყოლა, მოგვიანებით კი მათთან საცხოვრებლად პირველი ქორწინებიდან დარჩენილი შვილებიც გადავიდნენ. ჯოზეფი ოჯახის წევრებზე ხშირად ძალადობდა. მან უფროს ქალიშვილს უთოთი დამწვრობა მიაყენა, რის გამოც  კაცი დააკავეს და ოთხწლიან პირობით პატიმრობასთან ერთად, სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა მიუსაჯეს.

1974 წელს კალინჯერს განუწყვეტლივ ჰქონდა ჰალუცინაციები. ის ხშირად ესაუბრებოდა ვინმე "ჩარლის" და იღებდა ბრძანებებს ღმერთისგან. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ღმერთი მას ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობასა და მათთვის სასქესო ორგანოების მოკვეთას ავალებდა. ბრძანებების სისრულეში მოყვანაში დახმარება კაცმა თავის 13 წლის ვაჟს, მაიკლს სთხოვა. თერთმეტი დღის შემდეგ მათ პირველი მსხვერპლი, ხოსე კოლაზო აწამეს, მოკლეს და სასქესო ორგანო მოაჭრეს.

კალინჯერის უმცროსი შვილის, ჯო ჯუნიორის სადაზღვევო პოლისიდან 45 000 აშშ დოლარი მოიპარა. ამავე წელს, ჯო ჯოზეფისა და მაიკლის მეორე მსხვერპლი გახდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მკვლელმა მამა-შვილმა ჯო ჯუნიორი დახრჩობით მოკლა. მისი გვამის აღმოჩენის შემდეგ, ჯოზეფი გამოძიების ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გახდა, თუმცა, მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო, კაცის დაპატიმრება ვერ მოხერხდა.

1974 წლის 24 ნოემბერს, მამა-შვილი ლინდენვუდში მდებარე ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და მცხოვრებელ ქალბატონზე სექსუალურად იძალადა. ამავე წლის დეკემბერში, მათ პენსილვანიაში გადაინაცვლეს, სადაც ოთხი ქალბატონი გააუპატიურეს და გაძარცვეს. დამნაშავეებს მერილენდში, საკუთარ სახლში დატყვევებული ჰყავდათ ვინმე პამელა, რომელსაც იარაღით ემუქრებოდნენ და სექსუალური ხასიათის აქტების განხორციელებას აძალებდნენ.

1975 წლის იანვარში მათ კიდევ ერთი სახლი გაძარცვეს, მცხოვრებლებსა და მეზობლებზე სექსუალურად იძალადეს და ტერიტორია დატოვეს. კაცმა სისხლიანი პერანგი სახლთან ახლოს გადააგდო, რამაც გამოძების პროცესი საგრძნობლად გაამარტივა და დამნაშავეები მალე იპოვეს. 17 იანვარს კალინჯერები დააკავეს. მაიკლს პირობითი სასჯელი, ხოლო ჯოზეფს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ციხეში ყოფნისას ჯოზეფი ხშირად ჩადიოდა ძალადობრივ აქტებს. 1977 წლის მარტში მან თავის დაწვა სცადა, ერთი თვის შემდეგ კი თავს დაესხა პატიმარს და შენობას ცეცხლი წაუკიდა. 1979 წლის მარტში მან კიდევ ერთ პატიმარს გამოჭრა ხელი, თუმცა მსხვერპლი გადარჩა. 10 წლის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში კალიჯერმა განაცხადა, რომ დედამიწაზე არსებული ყველა ადამიანის სურვილი ჰქონდა, რის შემდეგაც მას თავის მოკვლა და ღმერთის ადგილის დაკავება სურდა. 1990 წელს ის სუიციდის მცდელობებისა და შიმშილობის გამო კრიმინალურად შეშლილთა ციხეში გადაიყვანეს. 1996 წლის 26 მარტს კი კაცი გარდაიცვალა.