ჩარლზ პეკის იდუმალებით მოცული ამბავი, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ 35-ჯერ დაურეკა ოჯახს

უცნაური ამბავი


ჩვენს სამყაროში ზოგიერთ ფენომენს უბრალოდ რაციონალური ახსნა არა აქვს. გარდაცვლილი ჩარლზ პეკის ისტორიაში დარჩა მხოლოდ კითხვები, რომლებზეც პასუხი ვერავინ გასცა.

საბედისწერო რეისი
2008 წლის 12 სექტემბერს, 49 წლის Delta Air Lines-ის აგენტი, ჩარლზ პეკი ახალ სამსახურში მისაღებად გასაუბრებაზე ლოს-ანჯელესში გაემგზავრა. ახალი სამსახური მას საშუალებას მისცემდა, დაქორწინებულიყო საცოლზე, ანდრეა კააცზე. ეს ქორწინება მისთვის მეორე იქნებოდა. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი შემდგომ განვითარებულ მოვლენებში ჩაერთო.

ტრაგიკული შემთხვევის გამო წყვილმა საკურთხეველთან მისვლა ვერ მოახერხა. გასაუბრებიდან შინ მიმავალი  ჩარლზი გარდაიცვალა, როდესაც სატვირთო მატარებელი შეეჯახა სამგზავრო მატარებელს, რომლითაც ის მიემგზავრებოდა. მის გარდა მატარებელში კიდევ 225 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. 133 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ სატვირთო მატარებელს შეჯახებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 135 მგზავრი კი დაშავდა.

გამომძიებლების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დამნაშავე მძღოლი რობერტს სანჩესი იყო. ტელეფონზე მესიჯის აკრეფით დაკავებულმა გზიდან გადაუხვია და შემთხვევით შევიდა საპირისპირო ლიანდაგზე, რომელზედაც სატვირთო მატარებელი მოძრაობდა. მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით, სანჩესმა ბოლო ტექსტური შეტყობინება შეჯახებამდე 22 წამით ადრე გაგზავნა.

 

 

იდუმალი ზარები
ანდრეამ, რომელიც ჩარლზს სადგურზე ელოდა, მომხდარის შესახებ რადიოდან შეიტყო. დაახლოებით ამ დროს მან პირველი ზარი მიიღო საქმროსგან. ტელეფონში მხოლოდ სიჩუმე ისმოდა, მაგრამ გოგონას იმედი ჰქონდა, რომ მისი შეყვარებული ცოცხალი იყო და ალბათ, სადმე ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. ტელეფონში ჩაჰყვიროდა, რომ ხსნა ახლოს იყო და ჩარლზს სთხოვდა, არ დანებებულიყო. ამის შემდეგ, 12 საათის განმავლობაში, ანდრეას, ძმის, დის, დედინაცვლისა და პეკის ერთ-ერთი შვილის ტელეფონზე მისი ნომრიდან სულ 35 ზარი შევიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა ჩარლზის ოჯახი სიჩუმეს ისმენდა, იმედი ჰქონდათ, რომ მას აუცილებლად იპოვნიდნენ. ისინი ცდილობდნენ დარეკვას, მაგრამ ზარი არ გადიოდა. 


საბოლოოდ, 13 საათის შემდეგ (ზარების შეწყვეტიდან ერთი საათის შემდეგ) ანდრეას აცნობეს, რომ ჩარლზის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს თან მობილური ტელეფონი არ ჰქონია. განხორციელებული ზარების შესახებ რომ გაიგეს, მაშველებმა სცადეს ტელეფონის პოვნა, მაგრამ ვერ მიაგნეს.


გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ჩარლზი თითქმის მყისიერად გარდაიცვალა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო და ოჯახს ვერ დაურეკავდა. რამდენიმე თეორია გავრცელდა იმის თაობაზე, თუ რატომ ირეკებოდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მისი ნომრიდან. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ პეკის ნათესავები ეგრეთ წოდებული „ტროლების“ - პროვოკატორების მსხვერპლნი გახდნენ, რომლებიც ტელეფონს იყენებდნენ თანამოსაუბრეში ემოციური რეაქციის გამოსაწვევად. ანდრეამ უარყო ეს ვერსია, რადგან მის გარდა არავინ იცოდა, რომ ჩარლზი მატარებელში იყო და მით უმეტეს, რომ ის დაკარგული იყო.

კიდევ ერთი პოპულარული ვერსია იყო, რომ პეკის ტელეფონი შეიძლება იყო დაზაინებული. ეს გონივრულად ჟღერდა, მაგრამ ვერ ხსნიდა, თუ რატომ დაურეკა მოწყობილობამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს და ამასთან, მათი ნომრები არ იყო „სწრაფი აკრეფის“ რეჟიმში ან „ბოლოს განხორციელებულ“ ზარებში. საბოლოოდ, იდუმალი ზარების საიდუმლო ვერავინ ამოხსნა. მოწყობილობა ნანგრევების ქვეშ არ აღმოჩნდა. ჩარლზის ოჯახსა და მის საცოლეს სურდათ დაეჯერებინათ, რომ მან რატომღაც გადალახა ბარიერი ჩვენს სამყაროსა და იმიერ სამყაროს შორის, რათა უკანასკნელად დამშვიდობებოდა მათ.

წყარო