პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე, მეზობელი თუ ნათესავი, სიხარულით გიღებ კარს, შენი ბედი დამებედოს“ - კოჩიას მიმართვა მეკვლეს, ფილმიდან „კუჩხი ბედინერი“.
ახალი წლის მეკვლეობის ტრადიცია, რომელიც ოჯახის მთელი წლის იღბალს განსაზღვრავს, საფუძველად უდევს ქართულ კომედიურ ფილმს - „კუჩხი ბედინერი“(1978), რომლის რეჟისორი და სცენარისტი გურამ პატარაიაა. რამდენიმე წლის წინ, „პრაიმტაიმი“ ფილმ „კუჩხი ბედინერის“ რეჟისორის ქალიშვილ სოფიკო პატარაიას და ფილმის ერთ-ერთ გმირს მსახიობ ბაია დვალიშვილს (თათული) დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
ბაია პატარაია, მსახიობი:
ზოგადად, ტრადიციების გახსენებას, ყოველთვის მხიარულება მოაქვს და ყოველთვის კარგია, მაგრამ მე ასეთი ტრადიციების მომხრე არ ვარ. არ მჯერა ცრურწმენების და მკითხაობის. არ „მესერიოზულება“ და ჩემი მხრიდან, არც განიხილება. ქართული ტრადიციები, რა თქმა უნდა შესანარჩუნებელია. ამ თემაზე, ჩემი აზრით უნდა იმხიარულო და პატარა ისტორია შექმნა.
- როგორ მოხვდით გურამ პატარაიას ფილმში?
სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მართლაც სასწაული იყო: მეცხრე კლასში ვიყავი. მე და სოფიკო, გურამის ქალიშვილი ბავშვობის მეგობრები ვართ და სწორედ მისი საშუალებით მიმიწვიეს „კუჩხი ბედინერზე“ - ეს ჩემი პირველი ფილმი იყო.
ფილმის გადაღებები, ჩემ სახლთან ახლოს, კუს ტბაზე ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში მიმდინარეობდა. საოცარი გარემო იყო. გურამმა, ფილმი სულ რაღაც ერთ კვირაში გადაიღო. ჩემთვის, ეს გადაღება კი არა - ძალიან ნიჭიერი და მხიარული ადამიანების საოცარი დროსტარების ნახვა იყო, ოღონდ, აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში - ჭიქის, საჭმლის და სადღეგრძელოების გარეშე, ეს იყო ნამდვილი ფოიერვერკი, ყველა იქვე იგონებდა რაღაც ახალს, ხელოვნებად ქმნიდა და ნამდვილ შემოქმედებაში გადაჰქონდათ. იყო ჟრიამული, სიცილი, რომელიც კარგ მოგონებად დამრჩა. თუმცა, როცა ყველაფერს იხსენებ, მაინც ფერმკრთალდება მოგონებები. ბავშვობაში, სწორ აქცენტებს არ აკეთებ, როგორც საჭიროა, ისე არ უყურებ, უყურებ ძალიან ჩვეულებრივად. ამ გადმოსახედიდან, სულ სხვა ხედვა მაქვს.
- რას გვეტყოდით ფილმის რეჟისორზე?
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გული მწყდება, რომ გურამ პატარაია, რომელსაც სასწაული ფილმების აქვს გადაღებული, აღარ არის. მათ შორის მოკლემეტრეჟიანი და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმები. მან ეს ყველაფერი, საქართველოში, ძალიან რთულ პერიოდში მოახეხა. როცა საზღვარგარეთ წასვლა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა, გურამი, იმ დროს ნამდვილი მოსიარულე არტი გახლდათ. ხატავდა, მღეროდა, საოცარ ანეგდოტებს ჰყვებოდა, უცხოურ ენაზე საუბრობდა. ქვეყნის ელჩი იყო თუ რუსეთის კგბ, გურამი ისე ახერხებდა, რომ ყველანაირად ჩაკეტილი ქვეყანა, ყველანაირი საელჩო და მუზეუმი მისთვის იხსნებოდა. ძალიან დიდი დიპლომატი იყო და ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა. მაშინდელი ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი ადამიანი იყო. უცნაური თავისუფლება მოდიოდა მისგან.
- რამდენ ხანს მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები?
გურამმა, ერთ კვირაში გადაიღო ფილმი. მე, სულ სამი დღე ვიყავი. გადაღებები, ისედაც ხშირად კურიოზებით არის სავსე და „კუჩხი ბედინერის“ გადაღება, მთლიანად კურიოზი იყო (იცინის).
ფილმის გადაღების დეტალებს, გურამ პატარაიას ქალიშვილი, სოფიკო იხსენებს:
ფილმის „მთავარი გმირი“ - ბროლია, ნარკოტიკებთან მებრძოლი ძაღლი იყო, რომელიც საბაჟოდან მოიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი გაწვრთნილი იყო, გადაღებისთვის, უამრავი საბუთი დასჭირდა. თან მოჰყვა ორი ჩინოსანი, რომლებიც ფილმის გადაღებებს, ბოლომდე ესწრებოდნენ. ფილმის გადაღებები, როგორც თბილისში, ასევე მანგლისშიც მიმდინარეობდა.
- როგორ აღმოაჩნდა ფილმში ჯუნა მიქატაძე?
მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე, მამამ მოიწვია. ეს მისი პირველი როლი იყო, ხოლო მეორე - სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ იყო, სადაც თავმჯდომარის როლს ასრულებდა. თავიდან უარზე იყო, მაგრამ დიდი თხოვნის მერე დათანხმდა. ფილმში, ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი თამაშობს.
- თუ გაიხსენებთ, ვინ ასრულებს პატარძლის როლს?
პატარძალს, ასევე არაპროფესიონალი მსახიობი - მაია მელაძე ასრულებს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია სამსახიობო კარიერასთან. როგორც ფილმ „რეკორდში“, ასევე „კუჩხი ბედინერშიც“ არაფროფესიონალ მსახიობებს არჩევდა.
ხელმოტეხილი სიძე, რომელიც გამთენიისას ჩამოდის, მამას თანაშემწე იყო ნოდარი, რომელსაც „ჭინკას“ ვეძახდით და რომელიც სამწუხაროდ ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ძალიან უყვარდა არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა. იგივე ჯუნა მიქატაზე, თავიდან უარზე იყო და ეჩხუბა კიდეც - „რა ფილმში გადაღება, რა სისულელეაო„... მაგრამ მალე, ისეთ „ექსტაზში“ შევიდა, რომ თავად აკეთებდა იმპროვიზაციებს. ძირითადად დოკუმენტალისტი იყო, მაგრამ ისეთ საოცარ ფილმებს ქმიდა, რაც იმ დროისთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო ტრადიციები და რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მრავალფეროვანი და საინტერესოა. ტრადიციის თანახმად, მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.
რეჟისორ გურამ პატარაიას ფილმში „კუჩხი ბედინერი“, ერთი ოჯახის უნებლიე მეკვლე, ძაღლი გახდება და მათ, იმ წელს გაუმართლებთ. ამიერიდან, ძაღლი ყველაზე სასურველი მეკვლე ხდება სოფელში.