გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
1760817864
გრიპი არის სეზონური გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება, რომელიც ადამიანს ადამიანისგან გადაეცემა. მას განსაკუთრებული სიმპტომები ახასიათებს:
უეცარი მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი ან ხველა, კუნთების ტკივილი.
რა უნდა გააკეთოთ, როცა გრიპი გაქვთ:
ხველის და ცემინებისას აიფარეთ მკლავი ან ცხვირსახოცი;
ხშირად დაიბანეთ ხელები;
ხანგრძლივად იყავით მოსვენებულ მდგომარეობაში;
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები;
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება (პატარების შემთხვევაში ეს 1 დღეა, დიდების შემთხვევაში კი 3), მაშინ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.
როგორ შეიძლება თავი დავიცვათ გრიპისგან:
ვაქცინაციით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებისთვის: ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. რისკჯგუფში ასევე არის მედპერსონალი, რომელსაც ინფეცირებულ პირებთან ყოფნა უწევს.