ინდოეთში, 74 წლის კაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა გაეგო, რამდენი ადამიანი მივიდოდა დაკრძალვაზე

ინდოეთი

ინდოეთში 74 წლის მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა ენახა, ვინ დაესწრებოდა მის დაკრძალვას.

უცხოური მედიის ცნობით, კაცი კატაფალკზე დაწვა და ითხოვა, რომ კრემატორიუმში წაეყვანათ სევდიანი სიმღერების ფონზე. მისი "გარდაცვალების“ შესახებ ამბავი სწრაფად გავრცელდა - ასობით სოფლის მცხოვრები მასთან გამოსათხოვებლად მივიდა.

ხალხი მას საზოგადო საქმისთვის დიდ პატივს სცემდა.მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან სოფელში საკუთარი ხარჯებით ააშენა თანამედროვე კრემატორიუმი.

კაცი დარწმუნდა იმაში, რომ ნამდვილად პატივს სცემდნენ და უყვარდათ, ამიტომ წამოდგა და თავი ცოცხლად გამოაცხადა. ამის შემდეგ, ყალბ დაკრძალვაზე სიმბოლური ფიგურა დაწვეს და გრანდიოზული ზეიმი გაიმართა.