ბრჭყვიალა კიტრის მწნილის გიჟურმა მოდამ მსოფლიო მოიცვა

ბრჭყვიალა კიტრი

ინტერნეტში ახალი ტენდენცია გავრცელდა - მწნილი ბრჭყვიალათი.
მოდის ახალი ტენდენციის გამო ხალხმა კიტრის მწნილში საჭმელად ვარგისი ბრჭყვიალების შერევა დაიწყეს.
ბრჭყვიალა მწნილები ინტერნეტის ახალი ტენდენციაა, წერს SHOT.

მბზინავი კიტრის გიჟური მოდა მოვიდა Tiktok-დან. ამერიკელებმა პირველებმა ჩაამატეს კიტრის მწნილში საკვებად ვარგისი ბრჭყვიალები. ქილაში ყრიან და ისე ურევენ, რომ თითოეული კიტრი შეიღებოს. 
ამის შემდეგ ბლოგერები მბზინავი კიტრისგან ამზადებენ სხვადასხვა სენდვიჩს და რატომღაც ტკბილ ქაფქეიქებსაც კი ამშვენებენ.