ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები შვილთან გამოსამშვიდობებლად - ემოციური ისტორია

დედა-შვილი

ამ ამბავმა თავის დროზე უცხოური მედია მოიცვა. ჰიზერ მაკმანამი კიბოს უკანასკნელ სტადიას ებრძოდა. ექიმებმა უკვე იმედი დაკარგეს და გარდაუვალ სიკვდილთან შეგუება ურჩიეს. დედას სურდა 4 წლის ქალიშვილთან სიკვდილის შემდეგაც დარჩენილიყო, ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრა.

ქალმა ნამდვილი „ხსოვნის სარკმელი“ შექმნა თავისი ქალიშვილისთვის. ეს მრავალრიცხოვანი ბარათებია, რომელიც პატარა გოგოს მომავალში, ცხოვრების ყველა ეტაპზე დედის სიტყვა გააგონებს.

ჰიზერმა 40-ზე მეტი  წერილი და ვიდეორგოლი გაამზადა. ამ ჩანაწერებში დედა შვილს მისთვის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს მიმართავს, რომლებიც მომავალში ექნება - დაბადების დღეებზე, ნიშნობისას, ქორწილის დღეს, ბავშვის გაჩენის შემდეგ და ა. შ. 

მაკმენემიმ დაწერა მემუარებიც სახელწოდებით „ბარათები ბრიანასთვის: გაკვეთილები და სიყვარული მომაკვდავი დედისგან მის ქალიშვილს“. წიგნი 2016 წლის აპრილში გამოვიდა.

ჰიზერმა, ბედის უმძიმესი განაჩენის მიუხედავად, შეძლო, გაეხანგრძლივებინა შვილის გვერდით ყოფნის დრო. 

„ამ ბარათებს გიტოვებ კარგი და ცუდი დღეებისთვის - იქნება ეს ქორწილი, მართვის მოწმობის აღება, თუნდაც პირველი დაშორება. მე და ჩემი მეუღლე 13 წელია ერთად ვართ და მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მე ვხედავ ბრის, ამ საოცრებას, როგორც ჩვენი სიყვარულის პერსონიფიკაციას. ის გაიზარდა დედასთან ერთად, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ ის ისეთი ბედნიერი და მხიარულია. ამ ბავშვს უყვარს ცეკვა. ის განსაკუთრებული, ემპათიური ბავშვია და ნამდვილად ზრუნავს სხვა ადამიანებზე.

არ მაინტერესებს რას გააკეთებს ცხოვრებაში. უბრალოდ მინდა, რომ მან იპოვოს თავისი ბედნიერება“,- წერდა ქალი ერთ-ერთ ბარათში.