საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
,,ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა - მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა. ტექსტი მოგვიანებით, უკვე შეცვლილი ფორმით დაიბეჭდა.
ხელნაწერი ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დაიდებს ბინას. შეუფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის წვლილი ამ ისტორიულ საქმეში", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: ნახეთ პირველად – აი, რას უსმენდა ილია ჭავჭავაძე