2 მილიონამდე ქალი გააუპატიურეს, ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მსხვერპლს სასქესო ორგანოებს აჭმევდნენ - ომის ყველაზე სასტიკი დანაშაულები

ომის დანაშაულები

მსოფლიო ისტორიის მანძილზე ომი არამხოლოდ გმირობით, არამედ სისასტიკითაც გამოირჩეოდა. ტერმინი - ომის დანაშაული ომის კანონების დარღვევას ნიშნავს, რაც პარადოქსულია, ვინაიდან თავად ომი არსებითად ძალადობრივი მოვლენაა, თუმცა, ასეთ ქაოსშიც კი, კაცობრიობამ დაუცველთა დასაცავად წესები დაამკვიდრა, რომლების დარღვევაც საყოველთაოდ დაგმობილია. ომის დანაშაული ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანთა ცხოვრებაში. სტატიის ფარგლებში განხილული იქნება ომის სახელით ჩადენილი ყველაზე სასტიკი დანაშაულები, რაც ნათელს მოჰფენს ისედაც ძალადობრივი ფენომენის კიდევ უფრო ბნელ და სასტიკ მხარეს.

T4 - ევთანაზიის პროგრამა

1939 წლის აგვისტოში, გერმანიის ჯანდაცვის პროვაიდერებმა რაიხის შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ექიმებს, ექთნებსა და ბებიაქალებს ავალდებულებდა ყველა იმ ახალშობილისა და სამ წლამდე მყოფი ბავშვის აღრიცხვას, რომლებიც მძიმე ფსიქიკურ ან ფიზიკურ შეზღუდვებს განიცდიდნენ.

ორი თვის შემდეგ, ჯანდაცვის ექსპერტებმა მათ მშობლებს შვილების გერმანიისა და ავსტრიის პედიატრიულ კლინიკაში სამკურნალოდ გაგზავნა ურჩიეს, თუმცა, სინამდვილეში, საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ამ კლინიკებში გაგზავნილ ბავშვებს დახმარებას არავინ გაუწევდა. რეალურად, მთავრობა მათ მკურნალობის მაგივრად ევთანაზიისთვის აგზავნიდა.

პროგრამა T4 ადოლფ ჰიტლერმა დაიწყო. ექიმებს დაევალათ გადაეწყვიტათ, თუ ვინ იმსახურებდა სიცოცხლეს და ვის ჰქონდა სიცოცხლისთვის უღირსი ცხოვრება. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, პროგრამის ორგანიზატორებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებს კითხვარები დაურიგეს, რომლებიც პაციენტის შრომისუნარიანობის დადგენაში დაეხმარებოდათ.

ნაცისტური აქცენტი პროდუქტიულობაზე ევთანაზიის გამართლებას ემსახურებოდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თანხები უკეთესად დაიხარჯებოდა მათზე, ვინც არ იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულნი და არ იტანჯებოდნენ სასიკვდილო დაავადებებით. მათი მათთვის, ვინც მძიმე ცხოვრებას ეწეოდნენ ან იყვნენ "უსარგებლო მჭამელები" სიკვდილი საუკეთესო გამოსავალი გახლდათ.

პროგრამის ფარგლებში, კლინიკებში ჩასული პაციენტები საშხაპე ობიექტებში შეჰყავდათ, რომლებიც რეალურად გაზის კამერები გახლდათ. ცხედრებს ღუმელში წვავდნენ და მათ ფერფლს გარდაცვალების გაყალბებულ ანგარიშთან ერთად მოკლულის ოჯახის წევრებს უგზავნიდნენ.

T4 პროგრამა ოფიციალურად 1941 წელს დასრულდა. აშშ-ს ჰოლოკოსტის მუზეუმის შეფასებით კი მან 5000 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გერმანელი ბავშვი შეიწირა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო გერმანიის პირველი მასობრივი მკვლელობის პროგრამა, რომელიც წინ უძღოდა რამდენიმე წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ საკონცენტრაციო ბანაკებს.

731-ე დანაყოფი

1937- 945 წლებში იმპერიული იაპონური არმია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში სასიკვდილო ექსპერიმენტებს ატარებდა. ჯგუფი, რომელიც კვლევებს ატარებდა, 731-ე დანაყოფის სახელით იყო ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ის საბოლოოდ 3000 მკვლევარისგან შედგებოდა, თავდაპირველად ყველაფერი ერთი ადამიანით, გენერალ-ლეიტენანტი იშიი შიროთი დაიწყო.

შირო იმედოვნებდა, რომ იაპონიის გლობალურ გაძლიერებაში მეცნიერების ცოდნის გამოყენება შეიძლებოდა. 1925 წელს, ჟენევის პროტოკოლის აკრძალვის შემდეგ როდესაც მთავრობა ბიოლოგიური იარაღით დაინტერესდა, შირომ მაღაზია გახსნა.

ტესტები, რომლებსაც 731-ე დანაყოფი აწარმოებდა, ოფიციალურად იმ პრობლემების სამკურნალოდ შეიქმნა, რომლებიც იაპონიის არმიას ჰქონდა. თუმცა, მეცნიერები წლების განმავლობაში ატარებდნენ პატიმრებზე ექსპერიმენტებს. ეს ყველაფერი კი ხშირად ანესთეზიის გარეშე ხდებოდა. მათ ორგანიზმში ავრცელებდნენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა სიფილისი, ჯილეხი და გონორეა. მკვლევრები ნაყოფზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად აუპატიურებდნენ ქალებს, ესროდნენ ადამიანებს ხელყუმბარებს და ხალხს ცოცხლადაც კი წვავდნენ. დანაყოფს გარეთ კი იაპონიის არმიამ ჩინეთის სოფლებში ჭირის მატარებელი პარაზიტები გაავრცელა, რათა შეესწავლათ, თუ რამდენად გავრცელდებოდა დაავადება მოსახლეობაში.

ამ პერიოდის განმავლობაში თითო ბანაკში 3000-დან 250000-მდე ადამიანი დაიღუპა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, უამრავი ექიმი ამ ექსპერიმენტებს რუტინულ სამუშაოდ მიიჩნევდა.

მიუხედავად ამისა, 731-ე დანაყოფის მკვლევართა დიდი ნაწილი ომის დანაშაულისთვის არ გასამართლებულან. ამის ნაცვლად, შეერთებულმა შტატებმა მათ იმუნიტეტი მიანიჭა იმ პირობით, რომ მეცნიერები მათ ექსპერიმენტების ჩატარების დროს შეგროვებულ ინფორმაციას მიაწვდიდნენ. ამ მონაცემებისთვის კი ამერიკამ 2,3 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

 

სამტერის ბანაკი

აშშ-ს სამოქალაქო ომმა 620 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ომის დანაშაულებისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი - ჰენრი ვირცი გაასამართლეს. ის ანდერსონვილის კონფედერაციული ბანაკის მეთაური გახლდათ, სადაც სამხედრო ტყვეები იყვნენ გამომწყვდეულნი.

სამტერის ბანაკში ქრონიკულად არასრულფასოვანი პირობები იყო. ის 10 000 პატიმრისთვის გახლდათ განკუთვნილი, თუმცა 1864 წელს იქ 32 000 ტყვე ცხოვრობდა, რის გამოც, თითო პატიმრისთვის მხოლოდ 0.5 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სივრცე რჩებოდა.

ბანაკში მწირი საკვების გამო უამრავი ადამიანი შიმშილობდა. გარდა ამისა, სავალალო სანიტარიული პირობების გამო პატიმრებს მდინარის წყლის დალევა უწევდათ, რაც სავსე იყო ფეკალური მასებით. ამის გამო კი უამრავი მათგანი ავადდებოდა სკორბუტით, დიზენტერიითა და დიარეით. ციხეში მყოფი ადამიანები ან დაავადებით კვდებოდნენ, ან მათ სხვა პატიმრები კლავდნენ. იქვე ჩამოყალიბდა რამდენიმე პატიმართა დაჯგუფება, რომლებიც სხვებს საკვებისა და წყლის გამო თავს ესხმოდნენ. ბანაკისმხველები კი პატიმრებს განურჩევლად და სრულად უმიზეზოდ ესროდნენ იარაღს.

სამტერის ბანაკში ყოველთვიურად 900-მდე პატიმარი კვდებოდა. საერთო ჯამში კი მისი მთლიანი მოსახლეობის მესამედი, 120 000ზე ადამიანი დაიღუპა.

ვირსი მოგვიანებით ომის დანაშაულისთვის გასამართლდა და სიკვდილით დაისაჯა, თუმცა, კაცი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდა.

კონგოს ომი

 

მე-20 საუკუნის ბოლოს კონგოში სამოქალაქო ომი და მასობრივი ომის დანაშაულების სერია დაიწყო. ქვეყანაში გაუპატიურება იმდენად გავრცელებული და რუტინული იყო, რომ გაერომ გაუპატიურება ომის ინსტრუმენტად ჩათვალა. მართლაც, 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კონგოში 1,8 მილიონამდე ქალი გაუპატიურებულია, რაც საშუალოდ დაახლოებით 48 წალს შეადგენს ერთ საათში.

სექსუალური ძალადობა, როგორც სამხედრო სტრატეგია კონგოში, მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშის გაღვივებას, საკუთრების მიტოვების წახალისებას და საშინაო ურთიერთობების მოშლას.

ომის დროს გაუპატიურების სამიზნე ყველა ასაკის ადამიანი გახლდათ. მსხვერპლი იყო როგორც 18 თვის ბავშვი, ისე 80 წლის მოხუციც. ზოგიერთ შემთხვევაში კი მოძალადეები მსხვერპლს სასქესო ორგანოსაც უსახიჩრებდნენ და ამ პროცესის ყურებას ოჯახის წევრებსაც აიძულებდნენ.

"ქალებმა მითხრეს, რომ ყოველ წამს ელოდნენ გაუპატიურებას. მათზე ზოგჯერ მხოლოდ ორი ჯარისკაცი ძალადობა, თუმცა უფრო ხშირი იყო 10-20 კაციანი დაჯგუფებებისგან სექსუალური ძალადობა" - თქვა ფიონა ლოიდ-დევისმა, რომელიც კონგოში გაუპატიურების შესახებ ფილმის გადასაღებად იყო ჩასული.

დევისი შეხვდა მასიკა კაცუვას, რომელიც თავის ორ ქალიშვილთან ერთად გააუპატიურეს, ქმარი თვალწინ მოუკლეს და ქალს გარდაცვლილის ინტიმური ორგანოების შეჭმა დააძალეს. მოგვიანებით კი, როდესაც თავშესაფრის ძიების მიზნით კაცუვა ქმრის ოჯახთან მივიდა, ის და მისი შვილები უარყვეს.

ომი ოფიციალურად 2013 წლის გაეროს სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა. ერთი წლის შემდეგ კი 39 კაცი სულ მცირე, 130 გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს. საქმეს 1000-ზე მეტი მსხვერპლი შეუერთდა და ჩვენება მისცა. ხუთი თვის შემდეგ კი მხოლოდ ორი მამაკაცი გასამართლდა გაუპატიურებისთვის.

 

სომხეთის გენოციდი

1915-1918 წლებში, ვარაუდობენ, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა. ამ სისტემატური განადგურების შედეგად კი უამრავი ადგილობრივი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ოსმალეთის იმპერიის შიდა კონფლიქტი მივიდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მივიდა ძალადობამდე. ოსმალეთის იმპერია გერმანიის მხარეს დადგა, ხოლო მათი სომეხი თანამემამულეები მხარს უჭერდნენ რუსეთის კონტრშეტევას. 1915 წლის 24 აპრილს გენოციდი ასობით სომეხი ლიდერის მკვლელობით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა დეპორტაცია, საკონცენტრაციო ბანაკები, სიკვდილის ლაშქრობები, მასობრივი დაწვა და დახრჩობა. ოსმალეთის ხელისუფლება სომეხი მოსახლეობის მოსაკლავად და გასადევნად არაერთ სასტიკ ხერხს იყენებდა. მათ შორის იყო მასობრივი მკვლელობები, სიკვდილის მარშები, დახრჩობა, ცოცხლად დაწვა, გაუპატიურება, გატაცება, საკონცენტრაციო ბანაკები და ასე შემდეგ. ისტორიკოსები და მეცნიერები სომხეთის გენოციდს  მე-20 საუკუნის პირველ გენოციდად მიიჩნევენ. თუმცა, თურქეთი, ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფო, დიდი ხანია აპროტესტებს ამ იარლიყს.

 

ჰოლოკოსტი

ჰოლოკოსტი მსოფლიო ისტორიის ყველაზე სამარცხვინო და შემზარავ მოვლენად განიხილება. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ მოკლა ექვსი მილიონი ებრაელი. მათთან ერთად დაუნდობლად იდევნებოდნენ პოლონელები, ბოშები, სექსუალური უმცირესობები, საბჭოთა ტყვეები და სხვა მარგინალიზებული ჯგუფები. გაკეთდა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც მიმდინარეობდა მასობრივი მკვლელობები, იძულებითი შრომა, სამედიცინო ექსპერიმენტები, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა და სხვა უამრავი სისასტიკე. საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკებში პატიმრები ითმენდნენ წარმოუდგენელ საშინელებას. სანიტარიული პირობები თითქმის არ არსებობდა, რამაც ხელი შეუწყო დაავადებების გავრცელებას. მათზე ტარდებოდა სამედიცინო ექსპერიმენტები, რომელთა დიდი ნაწილიც ანესთეზიის გარეშე ხდებოდა.  

მეორე მსოფლიო დღემდე ითვლება ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდად, რომელიც ხაზს უსვამს დისკრიმინაციისა და ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოუსწორებელ შედეგებს.

ასევე ნახეთ:

„იმდენად პატარა იყო, რომ მისთვის ელექტროიდის მორგება გართულდა, ნიღაბი კი ძალიან დიდი ჰქონდა“ - ჯორჯ სტინი უმცროსის ტრაგიკული ისტორია

„გონება გამეთიშა. არ გამოვრიცხავ, რომ ვანგა ჰიპნოზის ელემენტებსაც ფლობდა…“ - კახა ბასილია ვანგასთან შეხვედრას იხსენებს

ორი ქმრისა და ქალიშვილების მკვლელის შემზარავი საქმე - როგორ გაარკვია გამოძიებამ სასტიკი დანაშაულის დეტალები