„განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები არიან“ - ინფექციონისტები A ტიპის ვირუსზე

კორონავირუსი

გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი - ამ სიმპტომებით ექიმებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები არიან.

ექიმების რეკომენდაცია ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება.

„ყველაზე მეტი შემთხვევებიდან, სადღაც 25%-მდე სრული ავადობის A ტიპის გრიპის ვირუსზე მოდის. ასევე, გავრცელებულია ამ სეზონზე რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომლის გამოც 0-იდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები ხვდებიან კლინიკაში. გავრცელებულია, ასევე, ადენოვირუსი“, - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ჰიგიენური ნორმების დაცისკენ მოუწოდებს.

„ამ ეტაპზე A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ახასიათებს მწვავე დასაწყისი - მაღალი ცხელება, სახსრების, კუნთების, ყელის და თავის ძლიერი ტკივილი, მშრალი ხველა, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაცია. მიმდინარეობა დაახლოებით 3-5 დღემდეა, მაგრამ გართულებულ შემთხვევაში 2 კვირამდე გაგრძელდეს. მოსალოდნელია, იანვრის პერიოდში შემთხვევის მზარდი ტენდენცია იყოს. ძალიან კარგი იქნება, თუ რისკჯგუფები ჩაიტარებენ ვაქცინაციას“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

ასევე ნახეთ:

„თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ ე. ი. არ მოვკვდი... ეს რა იყო, ღმერთო“ - მაკა რაზმაძე საზოგადოებას აფრთხილებს

არის თუ არა აზრები მართლაც მატერიალური: 5 ტექნიკა სურვილების რეალობად გადაქცევისთვის