ზოდიაქოს ეს ნიშნები, შესაძლოა, 2024 წელს მეუღლეს, შეყვარებულს დაშორდნენ და პირადი ურთიერთობებში პრობლემები შეექმნათ

ჰოროსკოპი

2024 წელი ზოგიერთი ურთიერთობისათვის შესაძლოა, ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდეს, რადგანაც მიმდინარე წელს ვერძისა და სასწორის ნიშნებში დაბნელებები გვექნება, რაც ქორწინებისა და ურთიერთობების თემაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, 2024 წლის თებერვალში მარსისა და ვენერას ახალი ციკლი იწყება. ზოდიაქოს ამ 5 ნიშნისთვის აღნიშნული პერიოდი შესაძლოა, განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდება:

ვერძი

2024 წლის 25 მარტიდან 8 აპრილამდე, ასევე 18 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით - დაბნელებების პერიოდში ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ქორწინებასა და არსებულ ურთიერთობას განსხვავებული თვალით შეხედავენ და შესაძლოა, აღმოაჩინონ, რომ მეუღლე, შეყვარებული, პარტნიორი სულაც არ შეესაბამება იმ შეხედულებებს, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ. მიხვდებით, რომ ახლა გააზრებული და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების დროა და შესაძლოა, საბოლოოდ დაშორება გადაწყვიტოთ.

სასწორი

წარსულის კვანძი სასწორში გადადის, ივნისის ბოლოდან კი თქვენს ნიშანში შავი მთვარე შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. თქვენი მეორე ნახევრის მიმართ ინტერესი გაგიქრეთ და აღმოაჩინოთ, რომ ეს ურთიერთობა ერთ ადგილზეა გაყინული, აღარ ვითარდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის სექტემბერი განსაკუთრებით რთული იქნება - შავი მთვარე თქვენს მმართველ პლანეტას, ვენერას დაუკავშირდება, რამაც შესაძლოა ქორწინებისა და ურთიერთობების თვალსაზრისით, სირთულეები მოგიტანოთ და დაშორებამდე მიხვიდეთ.

ქალწული 

თევზების ნიშანში დაბნელება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. 2024 წლის განმავლობაში დაემშვიდობებით არასაჭირო ურთიერთობებს. მოგიწევთ, უარი თქვათ იმაზე, რასაც განვითარებისა და გამრავალფეროვნების შანსი აღარ აქვს და უძრავადაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამავდროულად, თქვენს ცხოვრებაში ღირსეული პარტნიორი შემოვა, რომელიც ნეგატიურ გამოცდილებას დაგავიწყებთ და მოგცემთ მოტივაციას, რომ ახალი ეტაპი დაიწყოთ... ვრცლად..

ასევე ნახეთ:

ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

VIDEO: რა ხდება, როცა გარდაცვლილი ადამიანის სახელს ვარქმევთ შვილს? - ნუმეროლოგი განმარტავს