ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომელსაც ივლისში გაუმართლებს - „ასეთი რამ 18 წელში ერთხელ ხდება“

ასტროლოგია ფული

2023 წლის ივლისში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება - დაბნელების ღერძი კუროსა და მორიელის ნიშნებიდან ვერძისა და სასწორის ნიშნებში გადადის. ასეთი მოვლენა 18 წელიწადში ერთხელ ხდება.

ასტროლოგების თქმით, ივლისის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ვერძი იქნება. მათ მიმდინარე თვის განმავლობაში არაერთი ახალი შესაძლებლობა, გამართლება და წარმატება ელით. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ახლა ყველა შანსი აქვს, რომ სამსახურში დაწინაურდეს, შეიცვალოს პოზიცია და გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა.

შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმეებისა და პროექტების წამოსაწყებად. ახლა სამყარო ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ. თუ დიდი ხანია, რაიმეს შესწავლას, გაუმჯობესებას გეგმავდით, სწორედ ივლისში შეგიძლიათ, დაიწყოთ და წარმატებას აუცილებლად ნახავთ. თქვენი კომუნიკაცია ამ თვეში ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ამიტომაც, თუ რაიმე საკითხზე თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან დალაპარაკებას გეგმავდით და აქამდე ვერ ბედავდით, არ იცოდით, საიდან, ან როგორ დაგეწყოთ, ახლა სცადეთ და ურთიერთობაში სიცხადე შეიტანეთ. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ! თითოეული წუთი გადამწყვეტია“ - თათული ედიშერაშვილი მიმართვას ავრცელებს

რა ეცვა, რით იკვებებოდა და სად ცხოვრობდა უფლის წინამორბედი - „დღეს იოანე ნათლისმცემლის შობაა“

„შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს... ახლა, ჩემი ჯერია“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემშვიდობება