ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

ასტროლოგიური პროგნოზი

მოდი, გავარკვიოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს ყველაზე მაღალი IQ:

ტყუპები

ტყუპები დაბადებიდან ისწრაფვიან ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებისკენ. როგორც წესი, მათ რამდენიმე დიპლომი აქვთ და სწრაფად ითვისებენ ნებისმიერ ინფორმაციას, თუმცა ყოველთვის როდი ახერხებენ მის სწორად გამოყენებას. ამიტომ ტყუპის თავში (სხვათა შორის, ბინაშიც) ნამდვილი ქაოსია. ტყუპები სწრაფად რეაგირებენ ცხოვრებისეულ ცვლილებებზე, ადვილად სწავლობენ, პრაქტიკულად აზროვნებენ, სასიამოვნო და საინტერესოა მათთან ურთიერთობა. მათ იციან, ზუსტად როგორ გამოხატონ თავიანთი მიზნები და კარგად იზიარებენ სხვა ადამიანების გამოცდილებასაც. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მაღალი IQ აქვთ.

მერწყული

ნებისმიერ კომპანიაში მერწყულებს შეუძლიათ თავი გონებამახვილობით გამოიჩინონ. გამოირჩევიან თანმიმდევრულობით, სიმტკიცითა და მაღალი ინტელექტით. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად მორცხვი, თავშეკავებული ადამიანები ჰგონიათ, მაგრამ ამის უკან ბევრი ცოდნა და ნიჭი იმალება. მერწყულს დაბადებიდანვე მაღალი IQ აქვს, მაგრამ ის ყოველთვის არ იჩენს თავს. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი დაინტერესებულია კარიერით, მაშინ მისი გონებრივი შესაძლებლობები გააქტიურდება და მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ამავდროულად, მერწყულებს არ უყვართ მუშაობა, ამიტომ ხშირად ახდენენ რაღაცის რაციონალიზაციას, ოპტიმიზაციას, ცდილობენ, თავი აარიდონ ზედმეტ სამუშაოს.

 

თხის რქა 

თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან. ისინი ადვილად იღებენ პასუხისმგებლობას სხვადასხვა სიტუაციებში და იციან, როგორ გაამართლონ თავიანთი ქმედება. ხშირად თხის რქები ძალიან სწორად აზროვნებენ, ამიტომაც გარშემომყოფები ხშირად მიმართავენ რჩევებისა თუ მხარდაჭერისთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლებს გაწონასწორებული ხასიათი აქვთ. იციან, როგორ დასახონ მიზნები და მიაღწიონ მათ. გარდა ამისა, თხის რქები გამოირჩევიან პრაგმატიზმით – თუ რომელიმე თემა აინტერესებთ, შეძლებისდაგვარად ყველა ინფორმაციას შეაგროვებენ მის შესახებ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით იყენებენ პროფესიული ზრდისთვის. რა თქმა უნდა, მაღალი IQ აქვთ.

მორიელი

მორიელის ნიშნით დაბადებულებმა თავიანთი მაღალი IQ-ს შესახებ იციან და ამით ამაყობენ. ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას მათ მოსწონთ, დაამტკიცონ თავიანთი ინფორმირებულობა და სისწორე ყველა საკითხში. ამიტომ, ზოგი აღფრთოვანებულია მათით, ზოგი კი მათ ამპარტავნად მიიჩნევს. მორიელებმა უნდა ისწავლონ იმის გაგება, თუ რომელ სიტუაციაში ღირს მათი გონებრივი შესაძლებლობების ჩვენება და როდის შეუძლიათ, მოკრძალებულად გაჩუმდნენ. ასევე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან სწავლის ფასი, არიან შრომისმოყვარეები და აფასებენ თავიანთ პროფესიას.

 

ლომი

ზოდიაქოს ყველაზე შრომისმოყვარე (მათ შორის, აკადემიური თვასაზრისით) ნიშანია. ლომები ყოველთვის ეჭვობენ და ეძებენ თავიანთი სიტყვების დადასტურებას, ამიტომ ისინი აგროვებენ დიდ ცოდნას და გამოირჩევიან სხვებისგან. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა - ისინი გამოირჩევიან თავდაჯერებულობითა და მიზანდასახულობით და ამ თვისებებს ნებისმიერ დროს იყენებენ. ფლობენ ენციკლოპედიურ ცოდნას, ადვილად აზიარებენ ამ ცოდნას, თუ საუბრის თემა მათთვის საინტერესოა. ჩვეულებრივ, ლომებს აქვთ რამდენიმე ჰობი, რაც მათ ინტელექტუალურ დონეს ამაღლებს და სხვებისთვის საინტერესო თანამოსაუბრეებად აქცევს.

ასევე ნახეთ:

„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე

„ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა”– ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან