ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც რეტროგრადული მერკურის გამო დეკემბერში წარსულში დატოვებულ ურთიერთობების განახლებას შეეცდებიან

ჰოროსკოპი

პლანეტა მერკური 2023 წლის 13 დეკემბრიდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რაც 2024 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. ამიტომაც, 2023 წლის ბოლო თვე ბევრი ადამიანისათვის საინტერესო და საყურადღებო იქნება.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ადამიანებს განსაკუთრებული სურვილი უჩნდებათ, რომ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს გადახედონ და ისევ მიუბრუნდნენ, გარკვეული საკითხები გაარკვიონ, ისაუბრონ, შეხვდნენ ყოფილ პარტნიორებს. თუმცა, ზოდიაქოს ამ 4 ნიშანზე აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებულ ემოციურ გავლენას მოახდენს:

ტყუპები

ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც წარსულში დატოვებული სასიყვარულო ურთიერთობები და საქმეები კვლავ შეახსენებს თავს, ტყუპებია. დიდი ალბათობით, ისევ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელსაც უკვე დაშორდით, თუმცა მისგან კვლავ მოგყვებათ დადებითი ემოციები. გარკვეული დილემის წინაშე აღმოჩნდებით და გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ - გაგიჩნდებათ სურვილი, ძველი და ახლანდელი ურთიერთობა ერთმანეთს შეადაროთ და უპირატესობები იპოვოთ, თუმცა, საბოლოოდ 2024 წლის იანვრიდან გადაწყვეტთ, წარსულში დატოვებული ურთიერთობა სამუდამოდ უნდა დატოვოთ იქ, თუ განახლების შანსი მისცეთ.

ლომი

ასტროლოგების თქმით, დეკემბრის თვე თქვენთვის პირადი ურთიერთობების განხილვისა და შეფასების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. მოგიწევთ, ილუზიებიდან გამოხვიდეთ და რეალურად შეაფასოთ სიტუაცია. გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბერში შესაძლოა, რეტროგრადულმა მერკურმა ყოფილი პარტნიორი, შეყვარებული, მეგობარი დაგიბრუნოთ და ურთიერთობის განახლებული თვალით შეფასების შესაძლებლობა მოგცეთ... წაიკითხეთ ვრცლად..

ასევე ნახეთ:

ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ - თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის ემოციური ცეკვა, რომელიც „გაღმა ნაპირის“ მუსიკაზე შეასრულეს

VIDEO: „სადარბაზოებს ვალაგებდი, ბარმენად ვმუშაობდი, ქუჩაში ვმღეროდი“ - მანანა მენაბდე