1737312489
VIDEO: „სადარბაზოებს ვალაგებდი, ბარმენად ვმუშაობდი, ქუჩაში ვმღეროდი“ - მანანა მენაბდე
მომღერალი მანანა მენაბდე გადაცემის „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“, სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.
მანანა მენაბდემ გაიხსენა 1990-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ის გერმანიაში საცხოვრებლად გერმანიაში, ბერლინში გაემგზავრა:
„ყველაფერი გამოვცადე, სადარბაზოებსაც ვალაგებდი, ბარმენადაც ვმუშაობდი, სამზარეულოშიც ვრეცხავდი ჭურჭელს და აი ამ ქუდში ვაგროვებდი ხურდას – ქუჩაში ვმღეროდი, ასევე შევდიოდი რესტორნებში და ქართულ რომანსებს ვმღეროდი. მელოდნენ, ძალიან დიდ ფულს ვაკეთებდი, ხანდახან, დღეში 300-500 მარკა ამიღია. პარალელურად, მქონდა კინოფესტივალები, გამოფენები“, – ამბობს მომღერალი.